03 ივლისი, 2019
"ბევრი რამე ვიცით ერთმანეთის წარსულის, მაგრამ არასოდეს არც გვიფიქრია ეს საშანტაჟოდ გამოგვექვეყნებინა!"
ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"უნდა ვთქვა!
ჩემი "გეი"-მ ლისტი"
იმ ჩემთვის სათაყვანებელ და ვიღაცისთვის ბნელ 90-იანებში პირველ არხზე საინფორმაციო მიმყავდა...
სახლში დაბრუნებულს მეზობელი სადარბაზოში სანთელს და ნავთქურაზე ადუღებულ ერთ ჩაიდანს მახვედრებდა.
მანქანა პრაქტიკულად მხოლოდ მე მყავდა და ჩემს სახლში ხშირად რჩებოდნენ ღამის სმენას შემორჩენილი ჩვენი გოგო-ბიჭები.
დღეს ბევრი მათგანი ევროპის და ამერიკის საინფორმაციო სააგენტოებში მუშაობს...
ბევრიც ცოცხალი აღარაა...
სე..ლა..ვი..
დიახ, ვიყავით ერთი ოჯახივით, ყველაზე დიდი სიხარული საახალწლო
გადაღებები იყო, რომელიც პირველ სტუდიაში, მინიმუმ 14-16 საათს გრძელდებოდა და ცხადია იუმორის, ერთმანეთის ქილიკის, ტანსაცლის თვალიერების, ახალი ჭორების მიმოცვლის და სიყვარულის ზეიმი იყო!
თითოეული ჩვენთაგანი მშვენივრად ხვდებოდა, რომ ბევრი მამაკაცი რომელიც ჩვენს გარშემო ტრიალებდა ტელევიზიასა თუ შოუ-ბიზნესში,სულ სხვა, ფარული ცხოვრებით ცხოვრობდა....
იმ 90-იანებიდან მოყოლებული, მე არ მახსოვს მცირედი დისონანსიც კი ჩვენს ურთიერთობაში.
მეტიც, ისინი ჩვეული სიდარბაისლით, დელიკატურად, არიდებდნენ თავს "მახვილ კუთხეებს".
ჩვენ, პირველ და მეორე არხელებმა გავიარეთ სამოქალაქო ომიც,
მხედრიონის კარების გლეჯვაც,
მოქალაქეთა კავშირის აქტივისტების მუქარაც და კიდე მრავალი შიდა თუ გარე რყევები, მაგრამ ჩვენი ერთობა არასოდეს დარღვეულა და როგორც ერთი ისე ვიცავდით საკუთარ ოჯახს-ჩვენს ტელევიზიას...
ვმკურნალობდით ოჯახის წევრებს, ხელფასების დროს საგულდაგულოდ ჩამოწერილი "დახმარების" სიებით.
გავიდა დრო...
ბევრი მათგანი ცნობილი დიზაინერი, ცნობილი მომღერალი, ტელე წამყვანი თუ პოლიტიკოსი გახდა.
დიახ, ბევრი რამე ვიცით ერთმანეთის წარსულის, მაგრამ არასოდეს არც გვიფიქრია ეს საშანტაჟოდ გამოგვექვეყნებინა!
გაჭირვების ჟამს კი, როგორც იმ შორეულ 90-იანებში კვლავაც ერთ ოჯახად გაგვიტანია თავი...
მაშინ მე და ჩემნაირებს საზოგადოება გვიჩიჩხიმებდა:
-რატომ გყავთ ეს ადამიანები ასე ახლოს?
-თქვენ აძლევთ მათ ასპარეზს...
მე კი ვიცი, რომ ადამიანი რაღაცით განსხვავებული მასისგან არასოდეს არის არც აგრესიული, არც მარშებს მართავს და არც ქვეყნის გადატრიალებას იქადნის..
ისინი ქმნიან ლამაზ მუსიკას, შესანიშნავ დიზაინს, არაჩვეულებრივ შედევრებს, არიან თბილი მეგობრები,
ხანდახან პეპლებივით მხოლოდ ერთ, ლამაზ დღეს ცოცხლობენ და არასოდეს არ არიან მოძალადეები!
მათი სამყარო სხვა ფერია და ეს არაა აგრესიის ფერი!
და კიდევ!
ვინც ცისარტყელას ამოფარებული ფაშისტობს, აი ისინი სულ სხვა ფილმის "გმირები" არიან...და აქ სისხლის სამართალი წურწკლავს...
P.Sაზრი როგორც ყოველთვის მხოლოდ ჩემი და სასტიკად სუბიექტურია, ამიტომ გზააბნეულ კომენტარებს წავშლი...", - წერს ლალი მოროშკინა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გიგლა
გამოქვეყნება რათ უნდა, ვინ არ იცის ვინ ხარ და რა იყავი?
12:04 / 03-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS