02 ივლისი, 2019
2.8 მილიონი რუსული ბიუჯეტიდან - რას უხსენებს რუსული პრესა ნინო ქათამაძეს
ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, შესაბამისად, იქ ხშირად მართავს კონცერტებს.

ბოლოს მან რუსეთში ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალ Усадьба JAzz-ზე იმღერა. ამ ფაქტს საქართველოში დიდი კრიტიკა მოჰყვა, რადგან 21 ივნისის ღამეს რუსთაველზე შეკრებილი ის ახალგაზრდები დაარბიეს, რომლებმაც პარლამენტის შენობაში რუსი დეპუტატის ალექსეი გავრილოვის ყოფნა მკაცრად დაგმეს.


ნინო ქათამაძის კონცერტი მოსკოვში 23 ივნისს გაიმართა, კონცერტის ჩატარებიდან 10 დღის შემდეგ, ქართველმა არტისტმა პირველი კომენტარი სოციალური ქსელის პირად გვერდზე გააკეთა და განაცხადა,
რომ რუსეთი ოკუპანტია და ეს მისი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში.

გაგიკვირდებათ, მაგრამ მის განცხადებას პუტინის პრეს-მდივანი პესკოვი გამოეხმაურა.

„ნინო ქათამაძე ძალიან ნიჭიერია, მაგრამ, ეტყობა ბევრი რამ არ იცის პოლიტიკის საკითხებში. თუ მას ექნება კითხვები, ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით მას ავუხსნათ“, – განაცხადა პესკოვმა.

განცხადებიდან მალევე ნინო ქათამაძემ პირადი გვერდიდან პოსტი წაშალა. 

თუმცა, რუსულმა პრესამ არც აცია და არც აცხელა, გუშინ საღამოს იქაურ გამოცემაში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნინო ქათამაძემ რუსეთის ბიუჯეტიდან აღებულ კონცერტზე 2018 წელს იმღერა.

RT-ის ცნობით, ნინო ქათამაძემ 2018 წლის სექტემბრის რუსეთის ქალაქ სამარის დღესასწაულზე მიიღო მონაწილეობა, რაშიც ჰონორარი სწორედ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაუხადეს. გამოცემის ცნობით, კონცერტი ადგილობრივებისთვის უფასო იყო, სწორედ ამიტომ მომღერლებს ჰონორარი სამარის კულტურისა და სპორტის სამსახურის ბიუჯეტიდან გადაუხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ქათამაძემ და ჯგუფმა "ინსაიდმა" აღნიშნულ კონცერტში ჰონორარის სახით 2.8 მილიონი რუბლი მიიღეს, რაც 44268 დოლარია.

გამოცემა ასევე წერს, რომ მუსიკოსების რაიდერისთვის თანხები ცალკე გამოიყო და მისმა ბიუჯეტმა 194 ათასი რუბლი შეადგინა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ნინო
ბუბასი არ იყოს, რომ დაძღებიან, მერე აგინებენ. თითქოს ამ წლებში გახდა ოკუპანტი. როცა ფულის საშოვარზე მიდიოდნენ და რუსების აპლოდისმენტებს იღებდნენ, ეტყობა ბრმა-ყრუები იყვნენ და ეხლა აეხილათ თვალი. დარჩეთ ოხრად.
19:07 / 13-07-2019
გამოხმაურება / 0 /
21
ფულებს როცა აძლევდნენ არ ახსოვდა საქართველო და ეხლა აჭიკჭიკდა როგორც კიკაბიძე?
12:02 / 03-07-2019
გამოხმაურება / 0 /
კეთილსინდისიერი მოქალაქე
ყველაფერი იყიდება, აიღო ფული და ეხლა იძახის რუსეთში აღარ წავალო :) სასწაული პირდაპირ, დაურიგე ეგ ფული აქციის დროს დაზარალებულებს ეგ იქნება მართალი. რუსული ფული გინდა რუსეთი არა ხო ვითომ ? :)
10:20 / 03-07-2019
გამოხმაურება / 0 /
sss 21
ჯერ ამის სიმღერა ....... და მერე ამის მომსმენი......
23:32 / 02-07-2019
გამოხმაურება / 0 /
გოგა
იმდენი უშოვია თავს მშვიდად იგრცნობს დიდხანს ,კარგი იქნება სხვაზეც თუ იფიქრებთ ვისი ცვალებით მოყვანი მოსავალი ბაზარზე ვეღარ გავა ,შედეგზე არ ფიქრობთ ისეთ ნაბიჯს დგავთ თქვენი განცხადებებით
19:04 / 02-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS