01 ივლისი, 2019
"ძველი და ახალი ბარიგა ბარიგაა" - ქართულ შოუ-ბიზნესში ახალი სკანდალი დაიწყო
ეპატაჟური ტელესახე გიორგი ნაზღაიძე, ბოლო დროს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში აქტიურადაა ჩართული.

ის საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად ესწრება. ქვეყანაში საპროტესტო აქციები მე-12 დღეა, გრძელდება. ისინი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი აღმოჩნდა.

ის პარლამენტიდან გააძევეს და ირაკლი კობახიძე გადადგა. აქცია ღამით სამართალდამცავებმა დაშალეს, რა დროსაც უამრავი ადამიანი დაშავდა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შს მინისტრი გიორგი გახარია გადადგეს, თუმცა, საზოგადოების მეორე ნაწილი გახარიას გადადგომის წინააღმდეგია.

შს მინისტრის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში კამპანიაც კი დაიწყო, რომელშიც
ცნობილი ადამიანებიც ჩაერთნენ.

ერთ-ერთი მხარდამჭერი გახლავთ მომღერალი თემურ თათარაშვილი. სწორედ თათარაშვილის ვიდეო გააზიარა პირად გვერდზე გიორგი ნაზღაიძემ და მას ბარიგა უწოდა.

"შეფასება თქვენთის მომინდია.
პ.ს ისე ამის შვილს, თვალი რომ ამოსთხარო ისევ ასე იჭიკჭიკებს?
#მოღალატე

#ძველიდაახალიბარიგაბარიგაა", - წერს ნაზღაიძე.

შეგახსენებთ, თემურ თათარაშვილი რამდენიმე წლის წინ ნარკოდანაშაულზე დააკავეს და ციხეში რამდენიმე წელი გაატარა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
მაკატერინე
შენი შვილისთვის თვალი რომ ამოეთხარათ და წიხლქვეშ გაეგდოთ მაშინას მასე იჭიკჭიკებდი?
23:51 / 08-07-2019
გამოხმაურება / 0 /
გოგა
უსირცვილო ნაზღაიძე ვერ მოერგო მთავრობას და შანს ხელიდან არ უშვებს იქნებ გვარამიას გული მოიგო დ გადაცემა გაუხსბა ,მიი გიორგი მეტი შენ რა შეგილია
19:07 / 02-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
კაცი,რომელიც გაშიშვლებითაა ცნობილი და შიშველი სხეულის ჩვენებით სხვას აკრიტიკებს,ეს ხომ არის მარაზმი.
10:36 / 02-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინი
გახარია არ უნდა გადადგეს, რაც შეეხება დანაშაულის ჩამდენს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ძალიან კარგად დავინახეთ ვინ ვისზე ძალადობდა, ვინ რას მოუწოდებდა ხალხს, მიშა კი შორიდან აიმედებდა კონტაქტი მაქვს სპეცსამსახურებთანო, ივანიშვილი გასაქცევად ემზადებაო და ა. შ. ათას სისულელეს ამბობდა, სისულელეს ვუწოდწბ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგს სჯერა.
22:34 / 01-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS