01 ივლისი, 2019
"რაც არ უნდა საზიზღარი ყოფილიყო ის ხელისუფლება, ერთი წამით სხვანაირად შევხედოთ"
ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

"მართლა მაინტერესებს, რაც არ უნდა საზიზღარი ყოფილიყო ის ხელისუფლება ... ვიცი ვიღაცას არ უყვარდა, ვიღაცას ძულდა და ზოგს ამისთვის მართალა სერიოზული მიზეზი ქონდა. ვიღაც არგუმენტირებულად აკრიტიკებს და ბევრ რამეში ვეთანხმები კიდეც. მაგრამ შევხედოთ ერთი წამით სხვანაირად.

რატომ გამოგვიყვანეთ გაყინული ხელფასებიდან, წლობით რომ ვერ ვიღებდით. რატომ გამოგვიყვანეთ ჩაბნელებული, გაყინული სახლებიდან, ოფისებიდან.

დანგრეული გზები რატომ დააგეთ? არარსებული სახელმწიფო ინტიტუტები, სადაც მარტო ყავას სვამდნენ და "ვერხუშკა"
ფულს აკეთებდა, რატომ დაანგრიეთ.

სამსახური რომ გქონოდა ამაში ფული უნდა გადაგეხადა, ხელფასი რომ აგეღო ამისთვის დირექტორს ატკატები უნდა ეკეთებინა, ან სულაც ეკიდა. აღარაფერს აღარ ვამბობ კრიმინალზე. განათლება რომ მიგეღო ან ფული უნდა გადაგეხადა ან აბარებდი წლების განმავლობაში, იმიტომ რომ უპატრონო იყავი.

საავადმოყოფოში ოპერაციის დროს რომ არ მომკვდარიყავი დენი რომ წავიდიდა საწვავი უნდა მიგეტანა, ბამბაზე და წამლებზე აღარ ვლაპარაკობ , არც ლარის კურსზე.. არც იმაზე ტილები რომ ჭამდნენ ჯარისკაცებს და თავდაცვის მინისტრი ამბობდა: რაგატკას ხომ არ ვესვრი თვითმფრინავსო. რა ჯობდა ამას არა?..რატომ გამოგვიყვანეთ უპერსპექტივო, შეუმდგარი ქვეყნიდან რატომ?

თუ მართლა ჰგონიათ ამ ჰალსტუხიან ბიჭებს და წარბგადაკალმულ გოგოებს, გონორით რომ ლაპარაკობენ, პიჯაკები რომ ჩაიცვეს, ჰალსტუხები გაიკეთეს და სხვის აშენებულ შენონებში მოსხდნენ რამე იციან? რა გაგიკეთებიათ ? .. სხვის დაწყებულსაც ხან ამთავრებთ და ხან ვერა.

რავიცი წლის ბოლოს იმ ბიუჯეტსაც ვერ ითვისებთ რაც გაქვთ. ჩაწვებოდნენ ძუძუს გოჭებივით ისეთივე ჭაობში როგორიც იყო 2003 წლამდე, ბოდიში თუ მადლობა უნდა მეთქვა ბატონო პრემიერო ხვალ რომ გამიმეორებთ იგივეს მერე გამახსენდება ???"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ნინო
როგორ მეზიზღებით დღევანდელი ჯურნალისტები. გულიწასული ადამიანი გზაში რომ ეპოვათ და საავადმყოფოში მიეყვანათ, სანამ პატრონი არ გამოუჩნდებოდა და ფულს არ გადაიხდიდა, წამალს არ დაალევინებდნენ. რამდენი მომკვდარა, ან ჩალოგინებულა ამისთვის-გახსოოვს? ლექტორები რომ დაამწყვდიეს და ტუალეტები აუჭედეს და შიგ აქნევინეს, წყალიც რომ არ მისცეს-გახსოვს? მეცნიერება რომ გააუქმეს, ახალგაზრდობას რო გარყვნეს, 300000 პრობაციონერი რომ გააფორმეს და ფულები დასცინცლეს-ნარკომანები ხართო?-რომ უშვებდნენ უფრო გამოსწორდებოდნენ? 30000 ლარს და მეტს რომ გადაიხდიდნენ, მერე რით უნდა მოეშორებინა ვალი. იქურდებდნენ და ისევ დაიჭერდნენ-დაგავიწყდა? საჯიშე ბიჭებს ცოცხი რომ გასთხარეს? უმუშევრობა არ იყოო, დასანგრევი ფასადების ფარშევანგებივით შეღებვა თვალის ასახვევად, ვითომ გზების გაკეტება, რომელიც ყოველწელს დასაკერებელი იყო თუ რა აღარ გახსოვს? ჩემს სოფელში კაცმა თავის ვენახში გამხმარი ხე მოჭრა და 1500 ლარით დააჯარიმეს. ტყეში ასკილს ვერ ვკრეფდით-სახელმწიფოსიაო,შეშაზე აღარ მაქვს ლაპარაკი/\. ვენახეები გააჩეხინეს-აღარ იბარებდნენ მარნებში. ცოტა ტვინები დაირეცხეთ რაა. რაც გინდათ(თუ გიბრძანებენ)) იმას ხედავთ-მართლა რაც იყო ის ტქვით-ცუდიც და კარგიც.
19:26 / 13-07-2019
გამოხმაურება / 0 /
გია
რამდენი იშოვეთ მერე და რამდენი ვალი აიგო შენმა სააკიანმა და რამდენი ხალხი ხოცეთ
21:14 / 02-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ე ისედათ მოხდებოდა იმდენი ვალი აიღო მიშამ რომ დღემდე გულაობს ,და განათება მიშამ კი არა მსილიო ვალებმა გაგვანათე მელიც შვილთაშვილებმა უნდა იხადოს
19:10 / 02-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ამ დილით
ამ დილით დავწერე კომენტარი ჩემი ოჯახისა და დაბალანაზღაურებადი ქართველების მდგომარეობაზე, რატომ არ გამოაქვეყნეთ? მე შეურაცხყოფა ამ ქალისთვის არ მიმიყენებია, უბრალოდ ჩვენისთანების არსებობა არც აინტერესებს. მე კი ეჭვი შემეპარა რეიტინგის ობიექტურობაში. კარგად ბრძანდებოდეთ.
15:33 / 02-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ლიზა
ეს ყველაფერი მათი მოვალეობა. იყო იმიტომაც შვცვალეთ ძველები' რომ არაფერს აკეთებდნენ მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რომ ძაღლებად გვაქციონ რადგან რამე გააკეთეს.
14:48 / 02-07-2019
გამოხმაურება / 0 /
პატრიოტი 2
ვეთანხმები 100% -ით. გაგახსენებთ ჩვენი ქართველი გენიოსის სიტყვებს" ავსა ავი რით ვუწოდო თუ კარგს კარგი არ ვუწოდე!"
12:15 / 02-07-2019
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
გასაგებია ვის და რატომ მისტირი, შენსავით ფეშენებლურად კი არა საშუალოდ მინდა ცხოვრება, მაგრამ არ გამომდის მიუხედავად იმისა სულ სახელმწიფო სექტორში ვმუშაობდი და ვმუშაობ ამიტომ შენ ვერ შეძლებ ჩემი გადასახედიდან უყურო საქართველოს წარსულსა და აწმყოს, მე სულ არ მივტირი შენს საოცნებო ნაციონალებს, ახლაც იგება გზები, შენდება კორპუსები, ფუნქციონირებს საუკეთესო სასტუმროები, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო და არის. შენ ამას ვერ გაიგებ.
11:25 / 02-07-2019
გამოხმაურება / 0 /
მერაბი
აღმაფრთოვანა ნაცბადის და უშუალოდ სააკიანის რუპორმა მანჯგალაძემ. არც კი რცხვენია ისე ბჟუტურუბს თითქოს აქ არ ცხოვრობდა. ეს მანჯგალაძის პირადი უბედურებაა. ხალხმა კარგად იცის და არ დაავიცკდება ის უბედურებები რასაც ნაცბანდა ჩადიოდა. მანჯგალაძეს ვურჩევ ეკლესიაში ხშირად იაროს და მოინანიოს ის ცოდვა რომ ამ უბედურებების მთავარი შემნიღბველი რუპორი იყო. სირცხვილი და თავის მოჭრა მეტი რა უნდა იყოს. ქალო შვილები გეზრდება და ცოტა დაიოკე ეგ ბოღმები.
10:13 / 02-07-2019
გამოხმაურება / 0 /
izi
სხვის აAშენებულებში ვინც შედიოდა და ღამ-ღამობით ვინ იფორმებდა სხვის ქონებას იქნება და კარგად გაიხსენო, ამ ცოტა ხნის წინ არ იყო სენი გიჟი მსოფლიო პოლიტიკოსი რომ იმუქრებოდა როგორც კი დავბრუნდები 10 მილიარდს ჩაგახუტებთო?! ეტა რას. ა აღარაფერში სჭირდებოდათ რობაქიძეებს, ვაზაგაშვილებს, გირგვლიანებს , და ა.შ. ნუ იმადლები თუ ქალი ხარ ვალით და ვახშით გაკეთებულ გზას და იმ ფასად მოყიდულ დენს ერთი ნათურაც რომ ვერ აუნთიათ გაჭირვებულებს, და ნუ მეტყვი ახლა ბიზინამ გაუჭირვა ამათ, თორე ყველა ქარხანა -ფაბრიკა გუგუნებდა მაშინო.ძებნილი მამის გათავისუფლებისთვის დავერბოვკებული მანანა მანჯგალაძე ხომ არ გვმოძღვრავს ამჯერად მაშინ გაბრაზებულებს.ჰოდა,ის წარმოიდგინე წამით შენი მოწონებული მთავრობის მსგავსი მთავრობა რომ მოსულიყო, ახლა თუ იქნებოდი დამოძღვრის ხასიათზე და თუ დააყენებდნენ დედამიწის ზევით იმ ბიზნესს შენ რომ გარჩენს დღეს?!
19:15 / 01-07-2019
გამოხმაურება / 0 /
მთ
ყოჩაღ!!!!
17:19 / 01-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS