"მართლა მაინტერესებს, რაც არ უნდა საზიზღარი ყოფილიყო ის ხელისუფლება ... ვიცი ვიღაცას არ უყვარდა, ვიღაცას ძულდა და ზოგს ამისთვის მართალა სერიოზული მიზეზი ქონდა. ვიღაც არგუმენტირებულად აკრიტიკებს და ბევრ რამეში ვეთანხმები კიდეც. მაგრამ შევხედოთ ერთი წამით სხვანაირად.
რატომ გამოგვიყვანეთ გაყინული ხელფასებიდან, წლობით რომ ვერ ვიღებდით. რატომ გამოგვიყვანეთ ჩაბნელებული, გაყინული სახლებიდან, ოფისებიდან.
დანგრეული გზები რატომ დააგეთ? არარსებული სახელმწიფო ინტიტუტები, სადაც მარტო ყავას სვამდნენ და "ვერხუშკა"
სამსახური რომ გქონოდა ამაში ფული უნდა გადაგეხადა, ხელფასი რომ აგეღო ამისთვის დირექტორს ატკატები უნდა ეკეთებინა, ან სულაც ეკიდა. აღარაფერს აღარ ვამბობ კრიმინალზე. განათლება რომ მიგეღო ან ფული უნდა გადაგეხადა ან აბარებდი წლების განმავლობაში, იმიტომ რომ უპატრონო იყავი.
საავადმოყოფოში ოპერაციის დროს რომ არ მომკვდარიყავი დენი რომ წავიდიდა საწვავი უნდა მიგეტანა, ბამბაზე და წამლებზე აღარ ვლაპარაკობ , არც ლარის კურსზე.. არც იმაზე ტილები რომ ჭამდნენ ჯარისკაცებს და თავდაცვის მინისტრი ამბობდა: რაგატკას ხომ არ ვესვრი თვითმფრინავსო. რა ჯობდა ამას არა?..რატომ გამოგვიყვანეთ უპერსპექტივო, შეუმდგარი ქვეყნიდან რატომ?
თუ მართლა ჰგონიათ ამ ჰალსტუხიან ბიჭებს და წარბგადაკალმულ გოგოებს, გონორით რომ ლაპარაკობენ, პიჯაკები რომ ჩაიცვეს, ჰალსტუხები გაიკეთეს და სხვის აშენებულ შენონებში მოსხდნენ რამე იციან? რა გაგიკეთებიათ ? .. სხვის დაწყებულსაც ხან ამთავრებთ და ხან ვერა.
რავიცი წლის ბოლოს იმ ბიუჯეტსაც ვერ ითვისებთ რაც გაქვთ. ჩაწვებოდნენ ძუძუს გოჭებივით ისეთივე ჭაობში როგორიც იყო 2003 წლამდე, ბოდიში თუ მადლობა უნდა მეთქვა ბატონო პრემიერო ხვალ რომ გამიმეორებთ იგივეს მერე გამახსენდება ???"