26 ივნისი, 2019
"პირადად მე, პირველ დღეს შვილთან ერთად ვიყავი მოსული და ვერც დავუშვებდი რომ ამას იკადრებდით"
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში ყოველთვის აქტიურადაა ჩართული.

ის ახლა მხარს იმ ადამიანებს უჭერს, რომლებიც რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავენ.

"პარლამენტში ფსიქოლოგი და ფსიქიატრი აუცილებლად უნდა ყავდეთ,იმდენად არაადეკვატურები არიან.შტურმს რომ იძახით ამდენი დღეა, 200კაცის გამო გინდათ დააჯეროთ თავს, რომ ათასობით ადამიანი გადატრიალებისთვის მოვედით და თან შვილები წამოვიყვანეთ?

პირადად მე, პირველ დღეს შვილთან ერთად ვიყავი მოსული და ვერც დავუშვებდი რომ ამას იკადრებდით, ესეც ალბათ იმიტომ რომ ჩვენ გავიზარდეთ და გენდობოდით ოპტიმისტურად.

თუმცა პროგრესი
ნოლი აღმოგაჩნდათ. ბოლო ორი დღეა ვერ მოვდიოდი აქციაზე, ბავშვის დამტოვებელი არ მყავდა და როცა ვთხოვდი დანის, წამოდი აქციაზე რამდენიმე საათით მაინც მივიდეთ, პასუხად შეშინებული თვალებით მეუბნებოდა -არა !იქ ბავშვებს თვალებს თხრიანო. რაც არ უნდა ილაპარაკოთ, ისტორიაში ახალი თაობისთვის ზუსტად ესე დარჩებით. ადამიანები რომლებმაც დააბრმავეს ბავშვები!" - წერს კალატოზიშვილი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ჭიჭე
როცა აუპატიურებდნენ, კლავდნენ, წვავდნენ და ზღვაში ყრიდნენ მაშინ რით იყავი დაკავებული, რატო არ შეგტკიოდა გული მათზეე?
16:33 / 27-06-2019
გამოხმაურება / 0 /
dato
აუუ შენ თუ მოდიოდი ნანკა ვერ გააფრთხილე შსს? გაგიკეთებდნენ კორიდორს და ესკალატორით აგიყვანდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში შენს სულიერ თანამოძმეებთან ერთად,იქ კიდევ დაგხვდებოდნენ შენი თანამოზიარე სამადა\შვილი თინათინი რომანი და დილამდე ნაყინის მირთმევასა და ყავის სმაში გადაჭრიდით ქვეყნისთვის საჭირო პრობლემებს.მეორედ აღარ დაუშვა მასეთი საბედისწერო შეცდომა გააფრთხილე გახარია რომ მოსვლაზეც არ შეწუხდე ესკორტს გამოგიგზავნიან აბა უშენოდ ხომ დაიღუპა ქვეყანა.
15:07 / 27-06-2019
გამოხმაურება / 0 /
---------
დედა რა გულისამაჩუყებელი სიტყვები უთქვამს ბავშვს,ერთი ნაცხროვა ისტორიაში რა სტატუსით არის შესული?,კი ბატონო შენ უბრალოდ პროტესტის გამო მიხვედი და არა გადასატრიალებლად,მაგრამ შენს გარდა პირველ ფლანგზე სწორედაც რომ გადამტრიალებლები იდგნენ თუ დაბრმავდი?ან და პოლიტიკურში რომ გადაიზარდა ვერ წამოხვედი ბავშვთან ერთად თუ იყავი?ან და ამ დროს რა უნდოდა პატარა ბავშვს ქუჩაში,როცა უნდა ეძინოს?მაგარი დედა ხარ,ბარემ ღამის კლუბში წაიყვანე იქ თვალებს არ თხრიან.
12:06 / 27-06-2019
გამოხმაურება / 0 /
taso
კალატოზიშვილო,რა იკადრეს ისეთი?რომელ მხარეს გულისხმობ?თუ პოლიციის ქმედება გაქვს მხედველობაში,ერთი ამიხსენი როგორ უნდა ემოქმედათ?პარლამენტში შეესვათ,თუ რა.აქეთ მხარე რასაც შვრებოდა მელიას დირიჟორობით ხომ თვალნათლივ ჩანდა რას მოუწოდებდა,ისე შენც ამნეზია ხომ არ დაგემართა?ისე ხროვისტებს ნამეტანი ადრეულ ასეკში შემოგეპარათ ეს ავადმყოფობა,კიდე დიდხანს უთმინეს,დაგავიწყდა 7 ნოემბერი,26 მაისი,იმფაშისტებმა ყველა გასასვლელი რომ გადაუკეტეს ხალხს?თუ დაგავიწყდა.სამაგიეროდ ჩვენ არ დაგვიწყებია.
12:00 / 27-06-2019
გამოხმაურება / 0 /
m-99
ნუ ეხლა შენ თუ შვილთან ერთად იყავი მისული როგორ გაბედავდნენ! კარგი რა ნანა!
10:25 / 27-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ძალიან საცოდავი ხარ,იმას თუ ვერ ხვდები ნაცებმა როგორ გამოიყენა ეს ხალხი,მაგრამ შენზე არც აქამდე არ მქონია დიდი წარმოდგენა
17:08 / 26-06-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS