20 ივნისი, 2019
"ის, რაც დღეს ვიხილე პარლამენტში, იყო ყოვლად ამაზრზენი და მიუღებელი ჩემთვის"
ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"ის, რაც დღეს ვიხილე პარლამენტში, იყო ყოვლად ამაზრზენი და მიუღებელი ჩემთვის და მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის. დაუშვებელია იმ დარბაზში, რომელშიც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სხდომა მიჰყავდეს ოკუპანთა შორის ყველაზე ექსტრემისტულად განწყობილ დეპუტატს. მიმაჩნია, რომ ყველა, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

რუსეთი ოკუპანტია!

P.S. ძალიან გულუბრყვილო ვარ, შეიძლება.

მაგრამ, ასე მგონია, რომ ეს ყველაფერი, მიზანმიმართული პროვოკაციაა, ერთი მცირე ჯგუფის მიერ , დანარჩენი პარლამენტარების და მთავრობის
მიმართ!!!!!", - წერს ჟორდანია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
პეტრე
ეხ, რა კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლოს მაიც აურია. ნეტავ ასეთი პროვოკაცია როგორ უნდა მოგიწყოს ამ მცირე ჯგუფმა თუ ხელისუფლებაში ხარ და შენი ქვეყნის ინტერესების მიხედვით რუსეთი ოკუპანტად მიგაჩნია? ამ მცირე ჯგუფმა გადმოიყვანა საზღვარზე და ამ მცირე ჯგუფმა უთხრა პარლამენტის თავმჯდომარეს შენს სავარძელში ჩასვიო?
02:24 / 07-07-2019
გამოხმაურება / 0 /
Niania
Es xurushiani beberi ganckobis mixedvit astatusebs,,,roca unda da rogorc unda??!
07:28 / 21-06-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS