რამდენიმე წლის წინ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა მაკა ასათიანის აფხაზი დისშვილის მარიანა აჩბას ფოტოებს. ის დეიდას სილამაზით ნამდვილად არ ჩამოუვარდება.
მარიანა საზღვარგარეთ ცხოვრობს და დეიდასთან განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა აქვს. ის სწავლობს და სწავლის პარალელურად, მოდელობს კიდეც. მხოლოდ იმ ჩვენებებში მონაწილეობს, სადაც პოდიუმზე საკუთარი კოლექცია მის მეგობარს გამოაქვს.
კერძოდ, ჯაბა დიასამიძის ყველა ჩვენების მთავარი მოდელია.
მარიანას პირადი ცხოვრების
"რეიტინგისთვის" ცნობილი გახდა, რომ მარიანა შეყვარებულია და მამაკაცი, რომელთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც ბოლო დროს ხშირად აქვეყნებს ირაკლი ჯოხთაბერიძეა.
ირაკლი ჯოხთაბერიძე ბიზნესმენ გია ჯოხთაბერიძის და "მაგთიკომის" დამფუძნებლის ვაჟია.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მარიანა აჩბას შევარდნაძეებისა და ჯოხთაბერიძეების ოჯახის წევრები იცნობენ და სარძლო ძალიან მოსწონთ.