13 ივნისი, 2019
ქეთა თოფურია თხოვდება - რა ფოტოს აქვეყნებს გუფი
ქეთა თოფურიასა და გუფის მიმართ საზოგადოების ინტერესი დღემდე არ წყდება. წყვილი რამდენიმე თვის წინ დაშორდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით შერიგდნენ.

მათი ურთიერთობა ახლა ისეთივე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, როგორც იდგა თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ოჯახი, მანამ, სანამ მათმა ვაჟმა არ განაცხადა, რომ მშობლებს ერთმანეთთან უბრალოდ ცივილური ურთიერთობა აქვთ.

მოკლედ, ზუსტად არავინ იცის, შერიგდნენ თუ არა ქეთა და გუფი...

გუშინ საღამოს გუფიმ სოციალურ ქსელში სმოკინგში გადაღებული ფოტო დადო და დააწერა: "მან თქვა კი".

პოსტს უამრავი
გამოხმაურება მოჰყვა. მისი ფოლოვერები ვარაუდობენ, რომ რეპერი ქეთა თოფურიაზე ქორწინდება.

თოფურია კი ამ დრომდე არ გამოჩენილა ინსტაგრამზე. სამაგიეროდ, გუფის ყოფილი ცოლი არ ჩამორჩა მოვლენებს და ინსტაგრამზე საქორწინო კაბაში გადაღებული ფოტო დადო, ის სანაპიროზე სეირნობს.




ვნახოთ, მოკლედ, როგორ განვითარდება მოვლენები. ხუმრობა იყო ეს, თხოვდება თუ არა ქეთა თოფურია, თუ გუფი აიზას ურიგდება მალე გავიგებთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინო
გთხოვთ, დაწეროთ სტატიის ავტორის ვინაობა, ვკვდებით ინტერესით :)
12:02 / 14-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ვაიმეეეეეეე, მალე გაგვაგებინეთ რაააააა. არ გინდა მოთმინება? ვაი თქვენ პატრონს
17:41 / 13-06-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS