მაია სტეფნაძის სკანდალური განცხადებიდან, რამდენიმე კვირაში „იმედის“ დირექტორი გიორგი კალანდარიშვილი სამსახურიდან გაუშვეს, თუმცა, უკავშირდებოდა თუ არა ეს ამბავი მაია სტეფნაძის სამსახურიდან გათავისუფლებას, უცნობია.
მაია სტეფნაძეს სატელევიზიო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და არაერთი რეიტინგული გადაცემის პროდუსერი გახლდათ. ის „იმედში“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან რამდენიმე წლის წინ
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროდიუსერი მუშაობას მალე ისევ „რუსთავი 2“-ზე გააგრძელებს. ჩვენი წყაროს ცნობით, შესაძლოა, ის ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის პროდუსერის პოსტზე დაბრუნდეს, თუმცა, არსებობს სხვა ვერსიებიც. ამბობენ, რომ ის „რუსთავი 2“-ზე სხვა პროექტის პროდუსერი გახდება.
ინფორმაციის გადასამოწმებლად და დასაკონკრეტებლად, „რეიტინგი“ მაია სტეფნაძეს დაუკავშირდა.
- ქალბატონო მაია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რუსთავი 2“-ზე აპირებთ დაბრუნებას, არის თუ არა ეს ინფორმაცია მართალი?
- რუსთავზე ჩემი ბევრი მეგობარი მუშაობს, ისევე როგორც სხვა არხებზე და მათი მხრიდან დიდი ყურადღება და მხარდაჭერა ვიგრძენი. მოლაპარაკებას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, ტელევიიაში ეხლა სეზონის ბოლოა და ჯერჯერობით ახალი სეზონის დაგეგმვა ადრეა. აქედან გამომდინარე, აგვისტომდე, სავარაუდოდ, არავითარი მოლაპარაკება არ იქნება არც ერთ არხთან. ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაქვს მოლაპარაკებები.