ევამ ერთი კვირის წინ სკოლა დაამთავრა, უკვე ბანკეტიც ჰქონდა და ახლა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადება.
შორენამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ევას ახალი ფოტო, სადაც თინეიჯერი გოგონა ნამდვილი ანგელოზია.
ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ევას სილამაზე არაერთმა ადამიანმა აღნიშნა. შეიძლება ითქვას, რომ მსახიობის ქალიშვილი გარეგნობით უკვე დედასაც კი ჩრდილავს.