წყვილს შეეძინა ქალიშვილი, რომელსაც გაბრიელა დაარქვეს. თაკო ოჯახთან ერთად ავსტრიაში ცხოვრობს და მთელ მის ენერგიას პატარა გაბრიელას აღზრდას უთმობს.
თაკო ქალიშვილის სახეს ამ დრომდე არ აჩენს, თუმცა, თაყვანისმცემლებს დიდი ინტერესი აქვთ, ნახონ, ვის ჰგავს პატარა გოგონა.
თაკომ შვილი გუშინ საქართველოში ჩამოიყვანა. დეიდა, ბებია და ბაბუა პატარა გოგონას დედის სამშობლოში განსაკუთრებული სითბოთი დახვდნენ. სახლი სპეციალურად მორთეს გაბრიელასთვის. ფოტო ინსტაგრამზე თაკომ გამოაქვეყნა.