23 მაისი, 2019
ირაკლი კობახიძის დას საქმრო ღვთიურ ბედნიერებას ეძახის
რამდენიმე კვირის წინ, "რეიტინგი" იმის შესახებ წერდა, რომ ირაკლი კობახიძის და - ქეთევან კობახიძე პოლიტიკოსზე ქორწინდება.
პარლამენტის თავმჯდომარის სასიძო ახალგაზრდა პოლიტიკოსი დავით ფაცაციაა, რომელმაც სახელი სკანდალური განცხადებებითა და სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლით გაითქვა.

ფაცაციისა და კობახიძის ურთიერთობის შესახებ წყვილის მეგობრებმაც კი ჩვენგან გაიგეს. მართალია, მაშინ საკუთარ გრძნობებზე არცერთმა მხარემ ისაუბრა, მაგრამ მას შემდეგ თავიანთ გრძნობებს სოციალურ ქსელში აღარ მალავენ.

დავით ფაცაცია ხშირად აქვეყნებს საცოლის ფოტოებს ფეისბუქზე და მას ხან ლექსებს უძღვნის, ხან ახდენილ ბედნიერებას უწოდებს.
"შენ
ხარ ჩემი ბედისწერა და ღვთიური ბედნიერება", - წერს დავით ფაცაცია. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS