23 მაისი, 2019
გიგი ადამაშვილი ლიზა ყენიასთან რომანზე პირველ კომენტარს აკეთებს
მომღერალ ლიზა ყენიას პირადი ცხოვრება მუდმივად საინტერესოა. რამდენიმე კვირის წინ, ლიზამ და მომღერალმა გიგი ადამაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ერთმანეთთან ურთიერთობაში არიან, რამაც უამრავი ადამიანი დააინტერესა.

ამ საკითხზე გიგიმ პირველი კომენტარი ჟურნალ "სარკესთან" გააკეთა.

- ადრე ბევრს ვლაპარაკობდი პირადზე, მაგრამ მივხვდი, რომ აღარ მინდა.

რაღაც პოზიცია შეიძლება დავაფიქსირო ჩემს ფეისბუქგვერდზე ან სადღაც, მეგობრებთან. ამიტომ არც კი-ს გეტყვით და არც არა-ს - განაცხადა გიგიმ.

შეგახსენებთ, დაახლოებით, ერთი წლის წინ, "რეიტინგი" გიგი ადამაშვილის და ნინუცა მაყაშვილის ლავ-სთორზე
წერდა, გიგიმ მაშინაც თითქმის იგივე შინაარსის კომენტარი გააკეთა, ასე რომ უცნობია ისინი უბრალოდ მეგობრობდნენ, თუ გრძნობები ჰქონდათ ერთმანეთთან. ვნახოთ, რა მოხდება ლიზა ყენიას შემთხვევაში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Niania
ესენი მალე დაშორდებიან ერთმანეთს.
11:48 / 04-06-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS