ოთხი წლის წინ, ვერიკოს ცხოვრებაში სიახლე გაჩნდა, ის შეყვარებული იყო უცნობ ახალგაზრდაზე - ლაშა ნაკაიძეზე, რომელთანაც შვილიც ჰყავს პატარა ნატაშკა.
ლაშა და ვერიკო არ დაქორწინებულან. ისინი ისე დაშორდნენ ერთმანეთს, საქმე ქორწილამდე არც მისულა და ამის
ვერიკო პატარა გოგონას დამოუკიდებლად ზრდის და სამაგალითო დედაა. სულ ცოტა ხნის წინ, ჟურნალმა "თბილისელებმა" ლაშა ნაკაიძესთან გამოაქვეყნა ინტერვიუ, სადაც ვერიკოზე და პატარა ქალიშვილის შესახებ საუბრობს.
- მე და ვერიკოს გვყავს საერთო შვილი ნატაშკა, რომელიც უკვე დიდი გოგოა. ფანტასტიური ურთიერთობა გვაქვს. მნიშვნელობა აქვს მშობლები ერთად იქნებიან თუ არა, მაგრამ ვცდილობ და ამ ბოლო დროს ვერიკოც მეხმარება, რომ ბავშვს დისკომფორტი არ შევუქმნათ, იმის გამო, რომ დედ-მამა ცალ-ცალკე არიან.
საერთო შვილი გვყავს და ამ დროს ემოციური ფონი მეორეხარისხოვანია. დედამისი ამბობს, რომ ვუყურებ, შენ გხედავო, ძალიან მგავს. ბავშვი უკვე ორ ენაზე ლაპარაკობს და მესამეს სწავლობს.
ჟურნალი "თბილისელები"