ჩვენი ყურადღება ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დამ, ქეთევან კობახიძემ მიიპყრო.
ქეთევან კობახიძე 34 წლისაა და პროფესიით ჟურნალისტია. მან თსუ-ს ტელერადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა, რამდენიმე წლის წინ, საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინა და ხატვა დაიწყო.
ქეთევან კობახიძის გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და საკმაოდ წარმატებული მხატვარია.
ბუნებრივია, „რეიტინგის“ ყურადღება მას
ჩვენი წყაროს ცნობით, ქეთევან კობახიძის რჩეული პოლიტიკურ წრეებში კარგად ცნობილი დავით ფაცაციაა.
დავით ფაცაცია საზოგადოებამ პირველად რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როცა მარჯანიშვილზე პრესტიჟული რესტორნიდან გამოსულ მიხეილ სააკაშვილს, პროტესტის ნიშნად, შოკოლადი ესროლა.
დავით ფაცაცია სააკაშვილის რეჟიმს წლების მანძილზე ებრძოდა და პირველი იყო, რომელმაც საქართველო რუსებისთვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვაში ამხილა.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ, ის გარკვეული დროით პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი გახლდათ.
დავით ფაცაცია იცავდა დევნილების უფლებებსაც, 2012 წელს წინასაარჩევნოდ ის იუსტიციის სახლთან გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი შსს-ს მაღალჩინოსნებმა დააკავეს და მცირე ხნით პატიმრობა მიესაჯა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პარტია დატოვა და თამაზ მეჭიაურის შექმნილ პარტიას შეუერთდა.
რაც შეეხება მისი და ქეთევან კობახიძის სიყვარულის ისტორიას, ის რამდენიმე თვის წინ დაიწყო და როგორც ამბობენ, გრძნობები სერიოზულია.
დავით ფაცაციამ მომავალ მეუღლეს 15 აპრილს - ქართული სიყვარულის დღეს სიურპრიზი მოუწყო და სადარბაზოში გულების ფორმებით გაფორმებული ფეიერვერკი დაახვედრა.
ჩვენმა წყარომ ასევე გვითხრა ისიც, რომ წყვილი ერთ თვეში ოფიციალურად შექმნის ოჯახს. "რეიტინგი" შეეცადა დავით ფაცაციასთან დაკავშირებას, მაგრამ ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
გთავაზობთ დავით ფაცაციას და ირაკლი კობახიძის დის ერთობლივ ფოტოებს, რომლებიც ექსკლუზიურად "რეიტინგმა" მოიპოვა.