06 მაისი, 2019
ირაკლი კობახიძე ქორწილისთვის ემზადება: რას საქმიანობს და რომელ პოლიტიკოსზე ქორწინდება პარლამენტის თავმჯდომარის და (ექსკლუზიური ფოტოები)
ცნობილი ადამიანების ოჯახის წევრები მუდმივად არიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში. საზოგადოებაში აქტიურად გამოჩენას ყველაზე მეტად პოლიტიკოსების ოჯახის წევრები ერიდებიან, თუმცა, არც მათ შესახებ იმალება რამე.

ჩვენი ყურადღება ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დამ, ქეთევან კობახიძემ მიიპყრო.

Rating

ქეთევან კობახიძე 34 წლისაა და პროფესიით ჟურნალისტია. მან თსუ-ს ტელერადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა, რამდენიმე წლის წინ, საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინა და ხატვა დაიწყო.

ქეთევან კობახიძის გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და საკმაოდ წარმატებული მხატვარია.

Rating

ბუნებრივია, „რეიტინგის“ ყურადღება მას
მხატვრობის გამო არ მიუქცევია. ანონიმურმა წყარომ გვაცნობა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის და შეყვარებულია და დაოჯახებას მალე გეგმავს.

ჩვენი წყაროს ცნობით, ქეთევან კობახიძის რჩეული პოლიტიკურ წრეებში კარგად ცნობილი დავით ფაცაციაა.

Rating

დავით ფაცაცია საზოგადოებამ პირველად რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როცა მარჯანიშვილზე პრესტიჟული რესტორნიდან გამოსულ მიხეილ სააკაშვილს, პროტესტის ნიშნად, შოკოლადი ესროლა.

Rating

დავით ფაცაცია სააკაშვილის რეჟიმს წლების მანძილზე ებრძოდა და პირველი იყო, რომელმაც საქართველო რუსებისთვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვაში ამხილა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ, ის გარკვეული დროით პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი გახლდათ.

Rating

დავით ფაცაცია იცავდა დევნილების უფლებებსაც, 2012 წელს წინასაარჩევნოდ ის იუსტიციის სახლთან გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი შსს-ს მაღალჩინოსნებმა დააკავეს და მცირე ხნით პატიმრობა მიესაჯა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პარტია დატოვა და თამაზ მეჭიაურის შექმნილ პარტიას შეუერთდა.

Rating
რაც შეეხება მისი და ქეთევან კობახიძის სიყვარულის ისტორიას, ის რამდენიმე თვის წინ დაიწყო და როგორც ამბობენ, გრძნობები სერიოზულია.

Rating

დავით ფაცაციამ მომავალ მეუღლეს 15 აპრილს - ქართული სიყვარულის დღეს სიურპრიზი მოუწყო და სადარბაზოში გულების ფორმებით გაფორმებული ფეიერვერკი დაახვედრა.

ჩვენმა წყარომ ასევე გვითხრა ისიც, რომ წყვილი ერთ თვეში ოფიციალურად შექმნის ოჯახს. "რეიტინგი" შეეცადა დავით ფაცაციასთან დაკავშირებას, მაგრამ ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

გთავაზობთ დავით ფაცაციას და ირაკლი კობახიძის დის ერთობლივ ფოტოებს, რომლებიც ექსკლუზიურად "რეიტინგმა" მოიპოვა. 

RatingRating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
giorgi
ხალხო, გვერდზე მივაგდოთ პოლიტიკა და ვუსურვოთ ბედნიერება ამ წყვილს.
00:46 / 23-06-2019
გამოხმაურება / 0 /
nia
ბედნიერეას გისრვებთ,აი ნადვილი ქართული სილამაზე.
23:39 / 09-05-2019
გამოხმაურება / 0 /
ლია
შური ოხერი რამაა... გიშლით რამეს ეს გოგო თუ ბიჭს დაუშავებია თქვენთვის რამე? ახალი ქართული ოჯახი იქმნება - უსურვეთ ბედნიერება, რა.
12:35 / 07-05-2019
გამოხმაურება / 0 /
ჟანა დარკი.
იქნებ როგორმე შევაყვაროთ ხალხს, დავით ფაცაცია. თუ სახლები და მიწები საკუთრებაში არ გააჩნია, ავტომობილებზე ლაპარაკი ზედმეტია, პოლიტიკაში ვინ შეასუნინებს.
09:39 / 07-05-2019
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
მართლა ფერი ფერსაო.ნეტაი პარლამენის თავჯდომარეს თუ მოწონს სასიძო?
01:57 / 07-05-2019
გამოხმაურება / 0 /
!
ყველაზე ამაზრზენ ტიპს მიყვება, ქოცზე უფრო ქოცს, მეჭიაურის ბნელი პარტიის წევრს!
23:40 / 06-05-2019
გამოხმაურება / 0 /
რეალობა-ს
საღოლ
22:02 / 06-05-2019
გამოხმაურება / 0 /
tsiko
შოკოლადის სროლით რომ გახდები ცნობილიიი :)))))
21:13 / 06-05-2019
გამოხმაურება / 0 /
İbednieret
Bednieri momavali wrfeli siyvaruli mravali shvili
19:19 / 06-05-2019
გამოხმაურება / 0 /
ნნნნ
ვის რაში აინტერესებს ვინ არის კობახიძის და და ვის მიყვება. რამე სერიოზული დაწერეთ.
17:14 / 06-05-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS