03 მაისი, 2019
"ექიმი მიხვდა რომ სულ სხვა ადგილას შეხვდა თავის გმირს" - რას წერს სოციალურ ქსელში ნათია ბანძელაძე
29 აპრილს ყველასათვის საყვარელი მსახიობი, გიორგი გოგიჩაიშვილი - გოგიჩა იუბილარი იყო. მას დაბადების დღე ოჯახის წევრებმა განსაკუთრებულად მიულოცეს.

სოციალურ ქსელში გოგიჩას მეუღლემ, ჟურნალისტმა ნათია ბანძელაძემ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხალხს სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა, ამავე პოსტიდან ირკვევა, რომ საკუთარ დაბადების დღეზე მსახიობს სასწრაფო დახმარების გამოძახება დასჭირდა.

ნათია ბანძელაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"უიიი...თქვეენ,სულ გიყურებდით იცით როგორ მიყვარხართ,რა ბედნიერებააა რომ გნახეთ - და უცებ უხერხული პაუზა და... -პატარა, ლამაზ თვალება კარდიოქსპრესის ექიმი მიხვდა რომ სულ სხვა ადგილას შეხვდა
თავის გმირს... დაბადების დღე მაქვს და ვიცოდი გაგიხარდებოდა და დაგპატიჟე, - გაანეიტრალა უხერხულობა გოგიჩამ და ,,კარდიოქსპრესის,, მოსვლაც კი დღესასწაულად გახადა! ორი ახალგაზრდა ექიმი ნემსით ხელში იდგა და მღეროდა,, რა ლამაზი დღეა ,რა ნათელი დღეა, დღეს ხომ გოგიჩას დაბადების დღეა,,...

აი ასეთი ადამიანი გიყვართ თქვენ , თავის ზღაპრის ქვეყნიდან და აძლიერებთ მას და ჩვენ ,,თქვენი ,, სიყვარულით და სიკეთით და ეს ,,თქვენ ,, არ არის ერთი კრებითი სახელი, ამ თქვენ -ს თითოელი ჩვენი მეგობარი ქმნის ! თქვენ ხართ ის აბჯარი, ძალა, იმედი და სიყვარული, რომლის წინაშეც ბოროტი უძლურია!!! მადლობ ჩემო მეგობრებოო ამ ძლიერი სიყვარულისთვის და ამდენი კეთილი სურვილებისთვის! გვიყვარხართ", - წერს ნათია ბანძელაძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ, გოგიჩას მძიმე ავადმყოფობის - სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. იგი ამ დრომდე მკურნალობს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაია
ძალიან საყვარელი და ტკბილი ადამიანია, მიხარია რომ შევხვდი , მაგრამ არა ასეთ ამპლუაში.. ღმერთმა გააძლიეროს ❤️❤️❤️ყველაფერი კარგად იქნება ❤️❤️❤️
13:37 / 04-05-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS