თამო მუდმივად შესაშურ ფორმაშია, რასაც ვარჯიშისა და სწორი კვების წყალობით მიაღწია, მაგრამ როგორც ჩანს, მიღწეულით კმაყოფილი არ იყო და პლასტიკურ ქირურგიას მიმართა.
თამომ პლასტიკურ ქირურგიას პირველად რამდენიმე თვის წინ მიმართა, როცა ე.წ. აპტოს ძაფები გაიკეთა და ცხვირის მცირე კორექცია ჩაიტარა, თუმცა, ამჯერად მან უფრო თამამი გადაწყვეტილება მიიღო.
მოდელმა უკანალის გადიდება გადაწყვიტა. მან საკუთარი უკანალი წლების წინ, უკრაინაში დააზღვია კიდეც, მაგრამ
როგორც თამომ განაცხადა, ქალიშვილის პატარა სოფიას დაბადების შემდეგ, წონაში ძალიან დაიკლო, რის გამოც დუნდულები და უკანალი დაუპატარავდა. ლიპოსაქციის მეშვეობით კი, პლასტიკურმა ქირურგმა კონსტანტინე სულაბერიძემ მას დაკარგული ფორმები დაუბრუნა.
თამოს ახალი დუნდულები და უკანალი საბოლოო სახეს უახლოეს დღეებში მიიღებს, ამჯერად კი ის ასე გამოიყურება.