15 აპრილი, 2019
რა ურთიერთობა აქვთ ეკა ბესელიას და დათო ხუჯაძეს?
ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება მუდმივად საინტერესოა. ისინი სულ ყურადღების ცენტრში არიან.

ამ მხრივ გამონაკლისი არც ეკა ბესელია და დათო ხუჯაძე გახლავთ. რამდენიმე დღის წინ, "დაიცავი საქართველოს" პრეზენტაციაზე, ბესელია და ხუჯაძე ფილარმონიაში ერთად მივიდნენ.

Rating

მათთან ერთად იმყოფებოდა ეკა ბესელიას ძმაც. ხუჯაძე-ბესელიას გამოჩენას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Rating

ისინი საკონცერტო დარბაზში ერთად პირველად არ გამოჩენილან. ჯგუფ "სახის" ვარსკვლავის გახსნაზე, დათო ხუჯაძეს გვერდს ეკა ბესელია უმშვენებდა.

"რეიტინგი" დათო ხუჯაძეს დაუკავშირდა და შეეცადა, მისგან გაერკვია, რა ურთიერთობა აქვს ეკა ბესელიასთან.

-
დათო, ფილარმონიაში ეკა ბესელიასთან ერთად თქვენს გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რა ურთიერთობა გაქვთ მასთან?

Rating

- ეკა ბესელიას ვიცნობ ბავშვობიდან, რა არის ამაში გასაკვირი?

- პირველად არ გამოჩენილხართ ერთად, "სახეს" ვარსკვლავის გახსნაზეც გვერდით გედგათ...
- კი, ასე იყო. ეკას დისშვილის ნათლია ვარ და რა არის ამაში უცნაური ვერ ვხვდები.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS