15 აპრილი, 2019
სამეფო სკანდალის შემდეგ შორენა ბეგაშვილმა თბილისი დატოვა - სად წავიდა მსახიობი
თითქმის ორი თვეა, საზოგადოების ყურადღება ქართული სამეფო ოჯახის მიმართ არის მიპყრობილი.

Rating

ბაგრატიონების ოჯახის მიმართ საზოგადოების დიდი ყურადღება რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, როცა ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის კურთხევით დაქორწინებულმა დავით ბაგრატიონმა, დედოფალ ანა ბაგრატიონს არც მეტი არც ნაკლები, ქართველ სექს-სიმბოლოსთან შორენა ბეგაშვილთან უღალატა.

Rating


ამბობდნენ, რომ მეფეს შორენა ძალიან უყვარდა და არც ცნობილი მსახიობი იყო მის მიმართ გულგრილი, თუმცა, მათი რომანი დასრულდა.

მეფე დედოფალს შეურიგდა, შემდეგ კი ისევ დაშორდა.

Rating

ცოტა ხნის წინ, გავრცელებული ინფორმაციის თ
ანახმად, დავით ბაგრატიონი ანა ბაგრატიონსაც სცემდა და შორენა ბეგაშვილსაც, რის გამოც გამოძიება მხოლოდ ახლა დაიწყო. მივა თუ არა შორენა ბეგაშვილი დაკითხვაზე, უცნობია, სამეფო სკანდალის გარშემო აგორებულ ქარ-ცეცხლში, მისი სახელის გამოჩენას, მსახიობი პოსტით გამოეხმაურა. "სამეფო კარის თამაშები. სეზონი ჩაუვარდათ და მიიწვიეს შორენა ბეგაშვილი? მე როგორც აგენტად მიგზავნილი(როგორც ამას ბოდავს "მეფის" ადვოკატი) ვაცხადებ კიდევ ერთხელ - მახათი იშოვეთ, ჯობია.p.s გლეხის ქალი", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

Rating

მივა თუ არა შორენა გამოკითხვაზე, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ ვერ მივა, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ის თბილისიდან წავიდა.

როგორც "რეიტინგისთვის" გახდა ცნობილი, მსახიობი ჯარში წავიდა და ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზეც დაწერა.




შორენა ბეგაშვილი სამხედრო ბაზაზე რეალითი შოუს "ყველაზე ძლიერის" გამო მოხვდა. ის ამ შოუში თავის შესაძლებლობებს გამოცდის და თუ გაუძლებს, შესაძლოა, გაიმარჯვოს კიდეც.
ჯარში ყოფნისთვის მან ვარცხნილობაც შეიცვალა და აფრიკული ნაწნავები მოირგო.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
:(
ვაი იმას ვისგანაც საცთური მოდის
00:10 / 17-04-2019
გამოხმაურება / 0 /
რაო?
სექსსიმბოლო? აი, ქართველთა ინტერესი. ვაი თქვენს - ჩვენს პატრონს! ვინ არის, ვის დაკარგვია?.- ჩვეუულებრივი ... იცით რაც არის. სხვა თემა კი არა გაქვთ ამ......-ს რომ უწევთ პროპაგანდას?
17:02 / 16-04-2019
გამოხმაურება / 0 /
Mepe
Vaii! Gauchirda oligarqd fa sashovsrze gaushva$)))))). Ra qnas aawyalma agarc mepe agarc oligarqi))))) . Tumca ra pirvelas xom ar midis ahore sashovarze)))))
09:29 / 16-04-2019
გამოხმაურება / 0 /
გურამი
შორენა მსახიობი კი არ არის , შორენა პროფესორია. გივი სიხარულიძე შოთა რუსთაბელია-ჩვენი თაობის.
06:28 / 16-04-2019
გამოხმაურება / 0 /
dd
შეეშვით ამ ბჟუტურს და გამოაქვეყნეთ სამაგალითო ოჯახების შესაცებ ინფორმაცია , რაში გვაინტერესებს ვინ ვის მოეფერა , კარგით რა .
20:02 / 15-04-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინო
და შორენა რატომ არის არანორმალური ? იცით რაშია თქვენი პრობლემა გშურთ ადამიანების ვინც ეკრანზე ჩანს და ამიტომ გჯერათ რომ უზნეოები არიან მაგრამ ქვეცნობიერად თქვენც გინდათ თუნდაც შორენასავით გამოიყურებოდეთ და მისნაირად გეცვათ მაგით ისევ თქვენ გეშლებათ ნერვები თორემ იმას არაფერი აკლდება
18:41 / 15-04-2019
გამოხმაურება / 0 /
გიო
გეყოფად ასეთებზე წერა! დაწერეთ ნორმალურ ადამიანებზე, განა ისინი ცოტანი არიან?
17:01 / 15-04-2019
გამოხმაურება / 0 /
ეჰე
რა კარგი გოგო იყო ეს შორენა და ამდენი ოპერაციებისგან გახდა საშუალო არითმეტიკული ინსტაგრამის კუკლა,
16:29 / 15-04-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS