ბაგრატიონების ოჯახის მიმართ საზოგადოების დიდი ყურადღება რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, როცა ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის კურთხევით დაქორწინებულმა დავით ბაგრატიონმა, დედოფალ ანა ბაგრატიონს არც მეტი არც ნაკლები, ქართველ სექს-სიმბოლოსთან შორენა ბეგაშვილთან უღალატა.
ამბობდნენ, რომ მეფეს შორენა ძალიან უყვარდა და არც ცნობილი მსახიობი იყო მის მიმართ გულგრილი, თუმცა, მათი რომანი დასრულდა.
მეფე დედოფალს შეურიგდა, შემდეგ კი ისევ დაშორდა.
ცოტა ხნის წინ, გავრცელებული ინფორმაციის თ
მივა თუ არა შორენა გამოკითხვაზე, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ ვერ მივა, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ის თბილისიდან წავიდა.
როგორც "რეიტინგისთვის" გახდა ცნობილი, მსახიობი ჯარში წავიდა და ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზეც დაწერა.
შორენა ბეგაშვილი სამხედრო ბაზაზე რეალითი შოუს "ყველაზე ძლიერის" გამო მოხვდა. ის ამ შოუში თავის შესაძლებლობებს გამოცდის და თუ გაუძლებს, შესაძლოა, გაიმარჯვოს კიდეც.
ჯარში ყოფნისთვის მან ვარცხნილობაც შეიცვალა და აფრიკული ნაწნავები მოირგო.