გაუმართლებს თუ არა სანდრა რულოვსს, ჯერჯერობით უცნობია, სამაგიეროდ მის გადაწყვეტილებას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ამერიკაში მცხოვრები მსახიობი იუნა შაფათავა.
იუნამ სოციალურ ქსელში სანდრა რულოვსის საარჩევნო კლიპი გააზიარა და ვრცელი პოსტი დაწერა.
"სანდრას როგორც ქალის, წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ. ყოველთვის თავისი აგენტის მოვალეობებს იდეალურად ასრულებდა და შიზოფრენიკს ფონს ულამაზებდა. ყველაფერი გასაგებია, ჯერ კიდევ გაურკვეველია ციხეებიდან ამოჭრილი ნაწლავების
გააზრებული აქვს თუ არა,რომ გამოძიებაშია მისი ქმრის საქმე და მიშას მიუძღვის დანაშაული ასობით ათასობით გაუბედურებულ ქართულ ოჯახთან? გაფლანგული აქვს სახელმწიფო ქონება ბიუჯეტი გრანტები პირადი ინტერესებისთვის? გადამეტებას ძალაუფლებაზე? კონსტიტუციურ უფლებებზე?
ნამდვილად გააზრებული აქვს. როგორ აპირებს ნდობის მოპოვებას თუ მხარს უჭერს რეალურად გამოძიებაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ფიქტიური ცოლი ? თუ აღიარებს წამებას და თვალს ხუჭავს ფაქტებზე? დავიჯერო ევროპელი ქალი ვერ ხვდება რამდენი ცინიზმია მის დაპირებებში, როცა საკუთარ ოჯახში ეროვნული მნიშვნელობის ,სამშობლოს წინაშე ჩადენილი ქმედებების აღმსრულებელი დამნაშავე მისი ქმარია,რომელიც ყოველთვის წყვილში იყენებდა და ახლაც ფაქტიურად სანდრა გარე მტრების გეგმის ნაწილია?
რამხელა ცინიზმია მისი არჩევნებზე,სახელმწიფო გადაწყვეტილებების დონეზე ჩარევა,როცა სისხლის სამართლის კანონით,ის გამოძიების ქვეშ მყოფი გაქცეული პირის, გამართული იურიდიული ენით - ეჭვმიტანილის ფიქტიური ცოლი, თანამოაზრე და ფაქტიური თანამონაწილეა?
ვეჭვობ ქართველი ჟურნალისტების ტვინისთვის ეს რთული ამოცანაა, შეუსრულებელი, ასეთი კითხვის დასმა.
მე ვეკითხები ხალხს: მიშა სააკაშვილის, სპეკულანტი გაქცეული ეჭვმიტანილის ფიქტიური ცოლი, უნდა იღებდეს საჯარო მოხელის არჩევნებში მონაწილეობას?? ზედმეტი გულჩვილობა ხომ არ მოგდით, ფაქტიური მკვლელის და იმდენად მშიშარა კაცის, რომელმაც ზუსტად იცის - როგორც ვიცით მე და თქვენ - რომ დამნაშავეა და ცდილობს, საუთარი პატიმრობის გადავადებას და სავარაუდოდ, დამკვეთის ტყვია უფრო სწრაფად დაეწევა ვიდრე ის მის მიერ ნაღალატებ და გაყიდულ სამშობლოში ჩავა- ზედმეტად დემოკრატიულ ლიბერალურ იდიოტიზმი ხომ არ მოსდის ჩვენს სახელმწიფო სისტემას, დებილობამდე "დემოკრატიულ-ლიბერალურად" დაკომპლექტებულს მოღალატეებით რომ ამ ცირკს აქვს ადგილი ?
ბოდიში ძლიერი ფრაზირებისთვის მესმის რთულია ქართული გაყინული ტვინისთვის ამის გაგება, მაგრამ ტვინი განძრიეთ და დაეწიეთ მსოფლიო სამართლიანობის ტენდენციებს და კლასიკურ სამართალს, გეყოთ ტყუილში არსებობა.
ასე ვერ გაფრინდებით, მგლებო. უკაცრავად, ძმებო", - წერს იუნა.