08 აპრილი, 2019
გადაწყვეტილება ცნობილია: თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს მეორე ინსტანციაშიც მოუგო
თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სასამართლო დავა, მეორე ინსტანციაშიც მოუგო.

"საქმე; სამხარაძე-რამიშვილის წინააღმდეგ მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალური შევიწროვება, დისკრიმინაციის ფორმაა და რამიშვილს მორალური კომპენსაციის ჩემს სასარგებლოდ გადახდა დააკისრა.

2016 წელს, კედლიდან-კედელზე დაათრევდნენ ამ კონკრეტულ ფოტოს, როგორც დამამტკიცებელ საბუთს, რომ "შესავიწროვებელი უნდა შეავიწროვო". სამი წელი ვიბრძოლე ყველა ბერკეტის და რესურსის გამოყენებით, რათა დამემტკიცებინა, რომ მსხვერპლიდან რთულად, მაგრამ შეიძლება გამარჯვებულად იქცე.

ამ დროში ბევრჯერ სრულად დავკარგე ძალები და საკუთარი თავის რწმენაც, მაგრამ
ყველა ჯერზე ისევ მიწევდა გამეგრძელებინა ჩემი უფლებებისთვის ბრძოლა.

დღეს, მინდა ხმამაღლა და ბოლო აკორდად ისევ გავიმეორო, ქალის სხეული და სექსუალობა მხოლოდ ქალსვე ეკუთვნის და ძალისმიერი მეთოდებით არ მოიპოვება.

ამ საქმის ყველა ეტაპზე, დიდი მადლობა ჩემს ადვოკატებს და ადამიანებს რომლებმაც თუნდაც ერთი სიტყვით მაინც სცადეს ჩემი მხარდაჭერა.

თუ ჩემი გზა, ვინმე ქალს მომავალში ბრძოლას გაუადვილებს, ვიამაყებ, რომ ცხოვრებაში ერთი საზოგადოდ დიდი და კარგი საქმე გამიკეთებია." - წერს თათია სოციალურ ქსელში. 


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS