08 აპრილი, 2019
"ბოდიშს გიხდით ამ ფოტოების გამო" - რა ჩაიდინეს ანი გიუნტერის ეზოში ირანელებმა
ჟურნალისტი ანი გიუნტერი სოციალურ ქსელში იმ ფაქტის შესახებ წერს, რომელიც მისმა მეზობლებმა თბილისის ცენტრში ჩაიდინეს.
კერძოდ, ახალშექმნილმა ირანულმა ოჯახმა, ბედნიერების ნიშნად, ცხვარი დაკლა, გაატყავა და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის შესასვლელთან ჩამოკიდა.

"მეგობრებო, ბოდიშს გიხდით ამ ფოტოების გამო, თუმცა სურათი, რომელიც დამხვდა სადარბაზოს წინ, ენით აუწერელ სისასტიკეს და ველურობას განასახიერებდა. პასუხიც მივიღე : ირანალებს უზეიმიათ ქორწილი და ეს მათი ტრადიციული რიტუალის ნაწილი ყოფილა.

ყველაფერში პოზიტივის დანახვის მსურველი წყვილს ვუსურვებ რა თქმა უნდა დიდ ბედნიერებას და
ვაღიარებ,რომ აუტანელი მონატრების მიუხედავად დღეს გამიხარდა მაშო-ლაზარეს ზესტაფონური არდადეგები მხოლოდ იმიტომ,რომ ჩემმა შვილებმა ამ სისასტიკეს არ უყურეს!ძილი ნებისა!პატივი ვცეთ სხვა ადამიანების ტრადიციებს ისე,რომ თავად არ გადავიქცეთ ცხოველებად!!!!"

ანი პოსტის ქვეშ ფოტოებსაც აქვეყნებს. ჟურნალისტის სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც გაირკვა ადგილზე, საპატრულო პოლიციაც იყო მისული.

გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც გიუნტერს შეახსენა, რომ ლომისობაზე უარესი ხდება. 

RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ნათIა
ირანელები წავიდნენ თავის ქვეყანაში!!! მალე უარესსაც უნდა ველოდოთ, ასე თუ გაგრძელდა
00:53 / 14-04-2019
გამოხმაურება / 0 /
ირი ნე
ჯერ სადა ვართ,ქართველები მალე უმცირესობაში ვიქნებით და მერე ნახეთ,თურქები,ირანელები ,არაბები,ჩინელები,შავკანიანები ეხლა არაფრად გვაგდებენ და მერე რა იქნება წარმოდგებაც საშინელებაა,ასეა როცა ქვეყანას არც პატრონი ჰყავს და არც რეალური პატრიოტი გულშემატკივარი,ყველა სხვის იმედზეა ,სამშობლოს კი ვკარგავთ.
20:47 / 10-04-2019
გამოხმაურება / 0 /
არა ქოცს! არა ნაცს!
მაგ ირანელს კი არ უნდა მოსთხოვო პასუხი,ვინც ეგ აქ შემოუშვა და ბინაში შეუშვა იმას მ......
11:59 / 10-04-2019
გამოხმაურება / 0 /
status quo
ანი გიუნტერმა გვასწავლოს,ცხვრის ხორცი დაუკვლელად როგორ უნდა ჭამო.
03:32 / 09-04-2019
გამოხმაურება / 0 /
ტოტო
და თქვენ რატომ იხდით ბოდიშს,მოგცლიათ ერთი...
21:25 / 08-04-2019
გამოხმაურება / 0 /
ნონა
კომენტარს ვწერთ და არ აქვეყნებთ და რა აზრი აქვს კომენტარის წერას.
18:32 / 08-04-2019
გამოხმაურება / 0 /
დემე
სადარბაზოსთან ნამდვილად შეუფერებელია, თუმცა ამ ფაქტს ისე ნუ მივიღებთ თითქოს საქართველოში ცხვრის დაკვლის სხვანაირი ფორმა გაგვაჩნდეს :) , ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში ასე მუშავდება საკლავი.
18:23 / 08-04-2019
გამოხმაურება / 0 /
-------
გეყოთ რა ეს კუდაბზიკობა,რა იყო პირველად დაინახე ცხვარს როგორ კლავენ თუ რა,ისე გაიკვირვე გეგონება სხვა პლანეტიდან ხარ ჩამოსული,აქამდე თუ არ გინახია აგერ მოდის აღდგომა და გაიარ გამოიარე სასაფლაოებიდან დაწყებული სად აღარ ნახავ ცხვრის დაკვლას,თუ რაკი ირანელმა დაკლა იმიტომ გაგიჩნდა პროტესტი?То же мне...кикимора
17:14 / 08-04-2019
გამოხმაურება / 0 /
ქართველი1
ველაფრის ღირსები ვართ. ჯერ სადა ვართ. მარტო წერა კითხვით ვაპროტეტოთ და ვიყოთ ასე ჩუმად. სანამ გვიან არ არის გამოვფხიზლდეთ და გამოვთქვათ ჩვენი აღშფოთება., თორემ ამ უბედურ ცხვარს ვემსგავსებით უკვე. გთხოვთ გამოაქვეყნოთ
17:01 / 08-04-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS