08 აპრილი, 2019
"ბოდიშს გიხდით ამ ფოტოების გამო" - რა ჩაიდინეს ანი გიუნტერის ეზოში ირანელებმა
ჟურნალისტი ანი გიუნტერი სოციალურ ქსელში იმ ფაქტის შესახებ წერს, რომელიც მისმა მეზობლებმა თბილისის ცენტრში ჩაიდინეს.
კერძოდ, ახალშექმნილმა ირანულმა ოჯახმა, ბედნიერების ნიშნად, ცხვარი დაკლა, გაატყავა და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის შესასვლელთან ჩამოკიდა.

"მეგობრებო, ბოდიშს გიხდით ამ ფოტოების გამო, თუმცა სურათი, რომელიც დამხვდა სადარბაზოს წინ, ენით აუწერელ სისასტიკეს და ველურობას განასახიერებდა. პასუხიც მივიღე : ირანალებს უზეიმიათ ქორწილი და ეს მათი ტრადიციული რიტუალის ნაწილი ყოფილა.

ყველაფერში პოზიტივის დანახვის მსურველი წყვილს ვუსურვებ რა თქმა უნდა დიდ ბედნიერებას და
ვაღიარებ,რომ აუტანელი მონატრების მიუხედავად დღეს გამიხარდა მაშო-ლაზარეს ზესტაფონური არდადეგები მხოლოდ იმიტომ,რომ ჩემმა შვილებმა ამ სისასტიკეს არ უყურეს!ძილი ნებისა!პატივი ვცეთ სხვა ადამიანების ტრადიციებს ისე,რომ თავად არ გადავიქცეთ ცხოველებად!!!!"

ანი პოსტის ქვეშ ფოტოებსაც აქვეყნებს. ჟურნალისტის სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც გაირკვა ადგილზე, საპატრულო პოლიციაც იყო მისული.

გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც გიუნტერს შეახსენა, რომ ლომისობაზე უარესი ხდება. 

RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ნათIა
ირანელები წავიდნენ თავის ქვეყანაში!!! მალე უარესსაც უნდა ველოდოთ, ასე თუ გაგრძელდა
00:53 / 14-04-2019
გამოხმაურება / 0 /
ირი ნე
ჯერ სადა ვართ,ქართველები მალე უმცირესობაში ვიქნებით და მერე ნახეთ,თურქები,ირანელები ,არაბები,ჩინელები,შავკანიანები ეხლა არაფრად გვაგდებენ და მერე რა იქნება წარმოდგებაც საშინელებაა,ასეა როცა ქვეყანას არც პატრონი ჰყავს და არც რეალური პატრიოტი გულშემატკივარი,ყველა სხვის იმედზეა ,სამშობლოს კი ვკარგავთ.
20:47 / 10-04-2019
გამოხმაურება / 0 /
არა ქოცს! არა ნაცს!
მაგ ირანელს კი არ უნდა მოსთხოვო პასუხი,ვინც ეგ აქ შემოუშვა და ბინაში შეუშვა იმას მ......
11:59 / 10-04-2019
გამოხმაურება / 0 /
status quo
ანი გიუნტერმა გვასწავლოს,ცხვრის ხორცი დაუკვლელად როგორ უნდა ჭამო.
03:32 / 09-04-2019
გამოხმაურება / 0 /
ტოტო
და თქვენ რატომ იხდით ბოდიშს,მოგცლიათ ერთი...
21:25 / 08-04-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS