05 აპრილი, 2019
რის გამო დასცინიან სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილს?
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუსაფარი ძაღლი აიყვანა. როგორც სალომე ზურაბიშვილის გვერდზე ვკითხულობთ, ძაღლი გომბორის გზაზე საარჩევნო კამპანიის დროს ნახეს და წამოიყვანეს. მათი ინფორმაციით, “გომბორა” ახლა პრეზიდენტის საუკეთესო მეგობარია.

Rating

“ეს ბიჭი უკვე 7 თვისაა, საარჩევნო კამპანიის დროს გომბორის გზაზე გველოდებოდა … წამოვიყვანე და დღეს “პრეზიდენტის ძაღლია” და მისი ერთგული მეგობარი: ბედმა გაუღიმა და მეც. დღეს მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღეა – გომბორას ნაერი ბევრია ვინც ასე გზაზე გველოდება”,  – წერს სალომე ზურაბიშვილი.

Rating

ზურაბიშვილის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამოქვეყნებული
პოსტის გამო, მას ის შუბა გაუხსენეს, რომელიც ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე ეცვა და ამის გამო კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ზურაბიშვილს ქურქი გაუხსენა , "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გახლდათ.

"ჯერ ”რა ნაერად” წერს, სირცხვილია, და მერე ამ ძაღლზე ისე წერს, ვითომ ის 500 კვერნა მე გავატყავე", - დაწერა გვარამიამ.

"ზრუნავს რო ლამაზი შუბა გამოვიდეს მაგ ძაღლისგან", "ასუქებს, რომ მერე გაატყაოს", - წერენ ზურაბიშვილის ძაღლის კომენტარებში.

Rating
Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS