03 აპრილი, 2019
რა კავშირი აქვს დონალდ ტრამპს ქეთა თოფურიას და ლევ გეიხმანის ოჯახის დანგრევასთან
ქეთა თოფურიასა და ლევ გეიხმანის გზები რამდენიმე წლის წინ გაიყო, თუმცა, ქართველი მომღერლის ოლიგარქი მეუღლის მიმართ ინტერესი მაინც დიდია.

ქეთა და ლევ გეიხმანი დაშორების ამბავს დიდხანს მალავდნენ, მაგრამ ბოლოს რუსულმა პრესამ ყველაფერს ფარდა ახადა.

როგორც თოფურიას დედამ, ნატა თოფურიამ ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, წყვილი დიდ დროს ატარებდა ცალ-ცალკე, რადგან ლევ გეიხმანის ბიზნესი ამერიკაში საკმაოდ წარმატებულად განვითარდა.

ამან კი, ბუნებრივია, ოჯახურ ურთიერთობებზე იმოქმედა და ოჯახი დაინგრა.

ქეთას და ლევ გეიხმანს ახლა მხოლოდ ქალიშვილი აკავშირებთ, პატარა
ოლივიას ისინი ხშირად ასეირნებენ ერთად.

ქეთასთან განქორწინების შემდეგ ლევი კვლავ ძველებურად აგრძელებს ცხოვრებას – ძირითადად ლოს-ანჯელესშია.


დიდხანს არ კონკრეტდებოდა, რას საქმიანობდა თავად ლევ გეიხმანი. 47 წლის ლევი მოსკოვშია დაბადებული. თავდაპირველად გამოგონებებით გაითქვა სახელი – ტექნოლოგიურ სფეროში კარგად იცნობდნენ. 2000 წლიდან დაიწყო მისი კარიერული წინსვლა – დამწყები ბიზნესმენი ენერგორესურსების გამოყენების სახელმწიფო ინსპექციის მეთაურად დანიშნეს. მაშინ “საპატიო მენავთობის” წოდებითაც დააჯილდოვეს.

მოგვიანებით, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგდა და ამბობდა, რომ უცხოური საინვესტიციო ფონდის ინტერესებს წარმოადგენდა. “საკმაოდ მოკრძალებული წილი მაქვს ამ ფონდში, თუმცა, ეს წილი ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ევროთი მატულობს”, – განუცხადა წლების წინ ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს.

ახლა კი აღმოჩნდა, რომ მისი კომერციული პარტნიორი დონალდ ტრამპის სიძეა – ივანკა ტრამპის მეუღლე ჯარედ კუშნერი. ლევს და ჯარედს ერთობლივი პროექტები აქვთ კალიფორნიაში, სამშენებლო, ინტერნეტ ტექნოლოგიებისა და სასოფლო სამეურნეო სფეროებში და სწორედ ამიტომაა, რომ გეიხმანი, ფაქტობრივად, გადაცხოვრდა ამერიკაში და დროის ძირითად ნაწილს იქ ატარებს.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაია
ძაან ყვითელი თქვენი სტატიები
22:52 / 03-04-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS