01 აპრილი, 2019
""სახლში შემოგვივარდნენ შეიარაღებული ტიპები შსსდან ვართო" - რა მოხდა ნინო ნადირაძის ოჯახში
ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ დღეს იხსენებს, როცა მამამისის გამო ოჯახში ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეები შეუვარდნენ და დედამისი დააკავეს.

Rating

"თუ ასეა, მაშინ მეც დავწერ, ჩემი ნიშნობის წინა დღეს, 1993 წლის 25 ოქტომბერს სახლში შემოგვივარდნენ შეიარაღებული ტიპები შსსდან ვართო, მამაჩემის ზვიადისტობის საფუძველზე მოაწყვეს ჩხრეკა და გამსახურდიას წიგნის გამო გადაწყვიტეს დედაჩემის და მამაჩემის აყვანა, მამაჩემი ახალნაოპერაციები იყო თირკმლის კიბოს გამო და დედაჩემი წაიყვანეს და ამ ჩემმა კრასავიცა დედიკომ, მაშინ 41 წლის იყო, რაღაც კარცერში გაატარა
მთელი ღამე სკამზე შემომდგარმა, ვირთხების შიშით!

Rating

20 წლის ლაწირაკმა ჩვეულებრივი მიტინგი მოვაწყვე წივილ კივილით და დილით ძლივს გამოვაშვებინე, კაციშვილი არ დამიდგა გვერდით! ასე იყო ეს!

ნიშნობამ მშვიდობიანად ჩაიარა! თუმცა ჩხრეკის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ დედაჩემის ერთი ბეჭედი აღარ იყო! ნეტა სად არიან ახლა ის ტიპები? თან ჩხრეკის დროს გაიძახოდნენ, ეს ახვარი ზვიადისტები რა კარგად ცხოვრობენ თურმეო!" - წერს ნადირაძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS