რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ხიბულაში ეცვა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხიბულაში ჩასვლას ეხმაურება. მისი თქმით, ივანიშვილმა ხიბულას ტალახში ხუთიათასიანი ფეხსაცმლით იარა.
„გაჭირვება მაჩვენე და ხიბულას ტალახში ამოსვრილ Zilli-ს ხუთიათასიან ფეხსაცმელს გაჩვენებო. პ.ს. გეგონება შარშანწინ მე ვიჭრიდი ვენებს, რომ თბილისის საკრებულოს გამსახურდიას სახელი აეროპორტისათვის არ მიენიჭებინა“, - წერს ოქრუაშვილი.