წლევანდელმა სეზონმა სტარტი 8 მარტს აიღო და ქართულ სერიალში არა ერთი ძველი მსახიობი დაბრუნდა.
სერიალში დაბრუნდა მსახიობი ნინო კასრაძე, რომელიც მაკა ანჯაფარიძის როლს თამაშობს.
კასრაძის დაბრუნებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მაკას ხაზით სერიალში ამ ბოლო წლების ერთ-ერთი აქტუალური თემის, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების თემა წამოწიეს წინ.
როგორ განვითარდება მოვლენები და იპოვიან თუ არა ფარული კადრების დამკვეთს სერიალში მაინც, ამას მომავალი სერიებიდან
"მაკას ხათრით ბესელია შეგვაცოდეს სრულიად ერს ",
"ვუყუროთ ამ სერიას თუ დაგვიჭერენ???",
"ამ სერიალს ,,ჩემი ცოლის დაქალები“ კი არა ,,შეიცან თავი შენი" უნდა ერქვას. ქეთი დევდარიანმა ,,დიდი სარკე" დადგა ამ სერიალის სახით და შიგ ჩაახედა მთელი ერი. ,,ხარაბუზა ღენერლებიდან" დაწეყბული უბრალო ადამიანით დამთავრებული არავინ დაუტვებია. თავის საქმის დიდოსტატია."
"ამის ყურებისთვის იმედია არ დაგვიჭერენ", - წერენ კომენტარებში.