27 მარტი, 2019
"ზოგჯერ რომ გიყურებთ ვფიქრობ პროგრესი თქვენთან უძლურია, არ ექვემდებარებით განვითარებას" - იუნა შაფათავა
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ცნობილმა შეფ-მზარეულმა მერიკო გუბელაძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც რუსი ტურისტების შესახებ წერდა.
როგორც ის აღნიშნავს, რესტორანში რუსების ოჯახი სადილად შევიდა და რუსული მენიუები მოითხოვეს, მიმტანმა კი მათ ამცნო, რომ რუსულ ენაზე მენიუ არ მოეპოვებოდათ, რის შემდეგაც რუსი ტურისტები გაბრაზდნენ და “შავი ლომი” დემონსტრაციულად დატოვეს.

როგორც მერიკო წერს, მას სურდა, რომ მიმტანს ამ ოჯახისთვის უცენზურო სიტყვით მიემართა, მაგრამ მიმტანმა ეს დავალება არ შეასრულა.

“დემონსტრაციულად დატოვა რესტორანი რუსმა ოჯახმა, რუსული მენიუები რატომ არ გაქვთო.
მიმტანს ვთხოვე გაკიდებოდა და იდი ნახუითქო მიეძახა. არ დამიჯერა”, - წერს მერიკო გუბელაძე.

პოსტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა იუნა შაფათავა.

"დიდი სირცხვილი და თავის მოჭრა. რადგან რუსია იმიტომ? ზედმეტი მოგდით უკვე სიძულვილი, ნაციზმია ჩვეულებრივი. დიდი რამე, რუსულად მენიუ მოითხოვა.ინგლისურად ხომ არის. გვერდით მეზობელია რუსეთი დასიძულვილს ნუ აღვივებთ. შოვინიზმის გარდა, მდაბიო ხარისხის სერვისი,როცა მიმტანმა ენები არ იცის. პლუს შეფ მზარეულის უკულტურობა going viral გმირობის ტოლფასად. საერთოდ დაკარგეთ ტვინი, მგონი.ნიუიორკი რომ ნიუ-იორკია, რაც მეტი ენა იცი მით უფრო ფასობს კადრი.

მეტროში განცხადებები 6-7 ენაზე იწერება, მათ შორის რუსულად და ჩინურად. რა ხართ ესეთი ერი, მეზობლებსაც რომ აფურთხებთ, რომ გკითხოთ კაცმა, ღმერთის გწამთ (მარკვნიდან მარცხნივ პირჯვრის წერით) და მუსლიმ მეზობლებს ლოკავთ და ერთი ღმერთი რომ გააკარით ჯვარს, აგრძელებთ.

მე რა, ჩემთვის ღმერთიც ერთია და ბუნებაც უსაზღვრო, მაგრამ ზოგჯერ რომ გიყურებთ ვფიქრობ პროგრესი თქვენთან უძლურია, არ ექვემდებარებით განვითარებას." - დაწერა შაფათავამ.
მსახიობს, ამ გამოხმაურების გამო, სოციალურ ქსელში მკაცრად აკრიტიკებენ და პირად გვერდზე შეურაცხყოფასაც კი აყენებენ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
:D
Gaitanet!!!
16:25 / 28-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ტურფა
ეს და მოროშკინა ვერ მოვიშორეთ>>>>>>>>>>>>>>>>>
15:48 / 28-03-2019
გამოხმაურება / 0 /
იუნა
არ მომწონს ტკვენი გამომცვევი ცხოვრების წესი, მაგრამ ეს ტკვენი საკმე. გაპასებტ!! ამ პირდაპირობისტვის, 100% მარტალი ხარტ, 1000% იტაც!! გაბანძებულია საკარტველო , დაიკარგა ის კდემამოსილება და კარტული სიამაყე, საკარტველო ჭაობშია ჩაძირული.....
08:38 / 28-03-2019
გამოხმაურება / 0 /
123
მერიკო ნახე, რა მაგარი ვინმე ყოფილა. თან რომ ამაყობს ამით
19:18 / 27-03-2019
გამოხმაურება / 0 /
იუნას
Иди на хуй!
15:20 / 27-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS