20 მარტი, 2019
"ღარიბაშვილი ივნიშვილზე ძვირადღირებულ საათს ატარებს"
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, თანამდებობაზე ყოფნის დროს, საკმაოდ სიტყვაძუნწი, ფაქტობრივად უტყვი და მკაცრი მინისტრი იყო, მაგრამ ბოლო წლებში, სოციალურ ქსელში ისეთი აქტიური გახდა და დღის მანძილზე იმდენ პოსტს აქვეყნებს, ალბათ ე.წ. "ფეისბუქ ტროლებსაც" ჯობნის.

ამჯერად მისი სამიზნე ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბავშვილის ფოტოს ავრცელებს, სადაც პოლიტიკაში დაბრუნებულ ღარიბაშვილს, ოქრუაშვილის თქმით, 300 ათას დოლარიანი მაჯის საათი უკეთია.

"კარგი და თბილი ფოტოა. უნამუსო ვიყო თუ ვხუმრობდე, მაგრამ მაჯაზე ეს 300 000 დოლარიანი
Patek Philippe Celestial-ი რა გოიმობაა? დაჟე მიშაც კი გამოვიდა მაგ ფინტი კრუშკების ასაკიდან. მაგაში მაინც მიბაძეთ ბიძინას, 2 000$ Rado უკეთია". - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლუკა
ეტყობა ₾180-იანი პენსიით იყიდა! მექრთამეობის მწვერვალი არის ღარიბაშვილი.
13:49 / 22-03-2019
გამოხმაურება / 0 /
სუფთა მაკაკა ხარ, ღარიბ
02:40 / 21-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS