20 მარტი, 2019
“სირცხვილია…” – „დიდი ბოდიში, მაგრამ მეგობრებიდან წავშალე…“
“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა მაია ორჯონიკიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის დედა “ფეისბუქის” მეგობრებიდან, სალომე ზურაბიშვილისადმი გადახდილი მადლობის გამო წაშალა.

“დიდი ბოდიში, მაგრამ მეგობრებიდან წავშალე ხატია ბუნიათიშვილის დედა, რომელიც მადლობებად დაიღვარა სალომე ზურაბიშვილის მიმართ – მისი ხატიასთვის ესოდენ სასიამოვნო “სიურპრიზის” გაკეთების გამო. რაც არ უნდა კარგი პიანისტი იყო, თუ შენი დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ სუბიექტური ხასიათის გარემოებებზეა დამოკიდებული – სამშობლო კი არა,სულ სხვა რამ გყვარებია.

ამაზე მეტის თქმა ზედმეტია, ისედაც ყველაფერი ნათელია – მუდამ
“გამარჯვებული” რომ უყვართ – აი, ის ხალხი… რა სირცხვილია….”, – წერს ორჯონიკიძე “ფეისბუქის” გვერდზე, პოსტის კომენტარებში კი დასძენს: – “დიდი ხანია ფერი იცვალა-გაიხსენეთ გასული საპრეზიდენტო არჩევნები,გამქრალი რომ იყო და არსად ჩანდა. მიშაზე ყოფილა დაბოღმილი თურმე ნუ იტყვით.
და სამშობლომ რა დააშავა, ასეც რომ იყოს?!”

19 მარტს ფრანგული რადიოს ეთერში, სტეფან ბერნის გადაცემაში მიწვეული იყო პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი.

გადაცემის წამყვანმა ხატია ბუნიათიშვილის ახალი ალბომი წარადგინა და ისაუბრა მის შემოქმედებაზე.

გადაცემის ავტორებმა ქართველ პიანისტს სიურპრიზი მოუმზადეს და გადაცემაში ჩართეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილმა ხატია ბუნიათიშვილის შემოქმედება ევროპაში ქართული კულტურის წარმატების შესანიშნავ მაგალითად შეაფასა და მას წარმატებები უსურვა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ნიკა
უიმე, რა ეშველება ეხლა ბუნიათიშვილს? ვიღასთან იმეგობრებს აწი?
11:57 / 26-03-2019
გამოხმაურება / 0 /
მაიას
ნეტავ თქვენ ავადმყოფები არ იყოთ
09:23 / 26-03-2019
გამოხმაურება / 0 /
სალომე
არაა ეს ქალი ნორმალური, ხატია კი ისე მოიქცა, როგორც უნდა მოიქცეს ნორმალური ადამიანი.
02:31 / 26-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ბუბუ
რაღა ეშველება ხატიას, ამ მიშასავით გადარეულმა თუ წაშალა მეგობრებიდან? ან რა ლოგიკაა მის სტატუსში, მიშას ბრმა სიყვარულის გარდა?
23:01 / 25-03-2019
გამოხმაურება / 0 /
2019
რა მძიმე სჩანს ეს პრიზი თავში არ მოხვდეს.
15:58 / 22-03-2019
გამოხმაურება / 0 /
O
შაიკა.
15:56 / 22-03-2019
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
მაია ორჯონიკიძის აზრს რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ?ისე პატრონი თუ ყავს, ფსიქიატრიულში რატომ არ მიყავს?სანამ ძალიან არ არის დაგვიანებულიიი
14:03 / 22-03-2019
გამოხმაურება / 0 /
გიგა
რამდენი გაუთლელი ხეპრე და გაუნათლებელი ხალხია. მოიყვანე ძაღლი და იმეგობრე მასთან ჯობია ყველას.
08:45 / 22-03-2019
გამოხმაურება / 0 /
მსმენ-L
ამ აღმაშფოთებელი ფაქტის შემდეგ, ბუნიათაშვილისთვის ყველა კონტრაქტი გაუუქმებით ევროპაში და საერთოდ აუკრძალავთ ფორტეპიანოზე დაკვრა: ვინც მაია ორჯონიკიძეს აწყენინებს, მისი დაკრული მუსიკა არ გვჭირდებაო!
23:19 / 21-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ტოტო
ზრდილობა რა არის, არ გაგიგიათ ?
20:52 / 21-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS