15 მარტი, 2019
"პროფილში " გასული სიუჟეტის შემდეგ, ფეისბუქის მომხმარებელი ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ბინას უთმობს
თოქ-შოუ "პროფილში "ახლახან გასულმა სიუჟეტმა, რომელშიც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დახმარებას ითხოვს, გადაცემის ფეისბუქ-გვერზე დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებელმა, სოსო მამადაშვილმა კი, კომენტარში აღნიშნა, რომ წყვილს საკუთარ ბინას უთმობს.

ცოლ-ქმარი ამჟამად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და ქირის გადახდას ვერ ახერხებს. ნესტიან ოთახებში უსახსრობის გამო გათბობას ვერ რთავენ და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იყინებიან. როგორც ისინი ამბობენ, ამჟამად ორსული გოგონა მომავალ ზამთარს მეორე ახალშობილთან ერთად ვეღარ გადაიტანს.


" მე მზად ვარ ამ ადამიანებს დავეხმარო და ბინის ქირის გარეშე იცხოვრონ
ახლადგარემონტებულ ბინაში. არავინ ეტყვით, ბინა დატოვეთო. მე საქართველოში არ დავბრუნდები რამოდენიმე წელი. უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, თქვენი ლამაზი ოჯახი, რომელიც ამდენი წელი არ დაინგრა. აი ეს არის სიყვარული! მე მზად ვარ ამ ლამაზ სიყვარულს, ამ ლამაზ ოჯახს დავეხმარო. " - ნათქვამია კომენტარში.

ახალგაზრდა წყვილი მეორე ბავშვსაც ელოდება. იხილეთ ფოტო:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მაიკო
ასეთ ადამიანებზე დგას კაცობრიობა!!!
22:22 / 15-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ცრემლები მომადგა ასეთი გულისხმიერება დღეს იშვიათია ასევე მადლობა მაიას ბევრ მნიშვნელოვან თემებს რომ აშუქებს
20:10 / 15-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS