ბერას საჯაროობას ისიც უწყობს ხელს, რომ ის რეპერია. ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი ბავშვობიდან მღერის და სულ რაღაც 13 წლის იყო, როცა სცენაზე გამოჩნდა და პოპულარულიც გახდა.
ბერას განსაკუთრებულად უყვარს მისი ოჯახი
აშკარაა, რომ ბერას და ცოტნეს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. ისინი ხშირად არიან დაკავებული მუსიკით, ერთნაირი და ერთობლივი ფოტოსესიებით და ა.შ. ცოტნე იყო ბერას ერთ-ერთი მეჯვარე.
უმცროსი ივანიშვილი უკვე დიდი ბიჭი გაიზარდა, ის მხატვრობით არის გატაცებული. უყვარს ცხოველები და ჰყავს კიდევაც.
ცოტნეს აქვს ულამაზესი ნამუშევრები, რომლებსაც ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებს და დადებითი კომენტარებიც არ აკლია.
ცოტნემ საკუთარი ნახატი აჩუქა ქორწილში ძმას ბერა ივანიშვილს, რომელმაც რეპერის კოლექციაში საპატიო ადგილი დაიკავა.
ცოტნე ივანიშვილის სხვა ნამუშევრები ინსტაგრამიდან