ის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ასწავლის, სამსახურში კი დუშეთიდან დადის.
დუშეთში ცხოვრობს მისი ოჯახი, მაკა ჩიჩუა და უმცროსი ვაჟები თემო და თომა მარგველაშვილები.
მათთან ხშირად ჩადიან უფროსი დები, ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა. ასევე პრეზიდენტის შვილიშვილი - ანასტასია.
მაკა ჩიჩუა მთელ დროს პატარა ბიჭების აღზრდას უთმობს.
ყოფილმა პირველმა ლედიმ სოციალურ ქსელში ბავშვების ახალი ფოტოები გამოაქვეყნა.