როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მსახიობი 1 200 ლარით დააჯარიმეს.
თუ კონკრეტულად რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სცნეს ის დამნაშავედ, უცნობია, თუმცა, ერთ-ერთი პირის განცხადებით, ჩირაძემ პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი, შეაგინა.
"ინტერპრესნიუსის" კითხვასთან დაკავშირებით, თუ რატომ იმყოფებოდა ის სასამართლოში, თავად მსახიობმა განაცხადა, რომ კომენტარის გაკეთება არ სურდა და რომ „მეგობარს მოყვა“.
საქმეზე შსს კომენტარს არ აკეთებს.