18 თებერვალი, 2019
ბაკურ ბაკურაძე სიგარეტის გაძვირებამ შეაწუხა - "მერე ირტყით თავში ხელი!"

 

ბოლო დროს საქართველოში სიგარეტი და პროდუქტები განსაკუთრებულად გაძვირდა. ამის შესახებ უამრავი ადამიანი ჩივის, მაგრამ პროდუქტებზე ფასი მაინც იზრდება.

ეს პრობლემა ეხება როგორც დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს, ასევე მათ, ვინც ე.წ. ელიტის წარმომადგენლები არიან.
რეჟისორმა ბაკურ ბაკურაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“შეკითხვას ვსვამ! ნუთუ არავის აწუხებს სიგარეტის ფასის ზრდა 70000%-ით, არავინ ხმას რომ არ იღებს?
გაზარდონ ხელფასი და პენსია ევროსტანდარტის შესაბამისად და მერე დააწესონ ევროპული აქციზის ფასი სიგარეტზე! გგონიათ თუთუნზე გადასვლა გამოსავალია?
ხვალ პურს რომ გახდიან 30 ლარს მერე ირტყით თავში ხელი!”.

შეგახსენებთ, ბაკურ ბაკურაძე სალომე ზურაბიშვილისა და "ქართული ოცნების" გულმხურვალე მხარდამჭერია, მაგრამ ფაქტია, გაჭირვება ერთნაირად ეხება, როგორც ვაკის ელიტას, ასევე სხვა მოქალაქეებს.


 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
!!!!!!!!!!!!
ხოდ აპროტესტის ნიშნად ყველამ დავანებოთ სიგარეტის წევას თავი. მერე ირტყან თავში ხელი მესიგარეტეებმა. ვოტ ტაკ!!!!!!!
01:43 / 20-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ნია
ახლა ირტყამ ხო თავში ხელს, ბაკურა ხარ თუ ვინც ხარ.კიდევ ბევრჯერ შემოირტყამ ჯერ სად ხარ.ჩვენ რა დავაშავეთ თორემ შენ და მამა-შვილ ყიფშიძეებს ისემც გიქნიათ ტვინის შერყევა დაგმართნიათ მაგ შემორტყმებით.
19:37 / 19-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ლიკო
ვაკის ელიტა რა შუაშია ნეტა:)) მეც ვაკეში ვცხოვრობ და მეც მაწუხებს ეს თემა აქ ყველაფერი 2 ჯერ ჯერ უფრო ძვირია ვიდრე სხვაგან რატომღაც დაჟე :) არცკი უბდა გაიკვირვოხოლმე 1 კგ ბანანი მაგალიტად აქ რომ 5 ლარი ღირს და სხვაგან 3 :))) ან სხვაგან ვაშლი 1.50 რომ ღირს აქ 3.50 დან იწყება :)
15:48 / 19-02-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS