15 თებერვალი, 2019
"კაცებო, ეს თქვენ მაქციეთ ქალღმერთად, იოცნებეთ ჩემზე" - ხატია წერეთელი მიმართვას ავრცელებს
მასაჟისტი და მომღერალი, ხატია წერეთელი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"კაცებო, ეს თქვენ მაქციეთ ქალღმერთად. მე ერთი ჩვეულებრივი ქერა, ხუჭუჭა მწვანეთვალება გოგო დავიბადე. სიყვარულით და ოცნებებით სავსე.

არც მიფიქრია ოდესმე ერთზე მეტი მამაკაცი მეყოლებოდა და ყოველ ჯერზე როცა ვიწყებდი ურთიერთობას, მინდოდა რომ ეს ბოლო ყოფილიყო, თუმცა სურვილი და ოცნება ოცნებად რჩება.

ყველა ჩემი მამაკაცი საკუთარი პრეტენზიებით მკვებავდა.

არასექსუალური ხარო, 15 წლის გოგოს მითხრეს და იმ დღეს დავისახე მიზნად ყველა კაცს ჩემზე ეოცნება. ამისთვის დიდი ძალისხმევა არ
დამჭირვებია. უბრალოდ, შინაგანი ენერგიის ცეცხლად გარდაქმნა ვისწავლე, კაცებს კი ცეცხლთან თამაში ძალიან უყვართ.

მახსოვს 21 წლისას მხოლოდ წიგნიერი განათლება დამიწუნეს, ზურგჩანთა მოვიკიდე და ნახევარი მსოფლიო შემოვიარე რომ პარიზის, რომის, სტამბულის ქუჩებზე ისე მელაპარაკა, როგორც ვორონცოვის და სოლოლაკისაზე. ტიბეტური და ეგვიპტური სამყარო ისე ამეხსნა, როგორც დედაენა. ზედმეტად გახსნილი ხარო და თვალებით ლაპარაკი ვისწავლე. ძალიან პატიოსანი ხარო და მოვძებნე ზუსტი ხაზი უბიწო გარყვნილის. ზედმეტად კეთილი ხარო ვინც მითხრა, მას ყველაზე მეტად ავუწიე წარბი. ოცნებობთ ჩემზე? - იოცნებეთ, არამიწიერად თქვენ მაქციეთ კაცებო, როცა არამიწიერი პრეტენზიები წამომიყენეთ,

იდექით იოცნებეთ და ეძებეთ სხვა ქალში ხატია. ძებნით დაღლილებმა კი აღარ მომაკითხოთ, იმიტომ რომ ვერ შემწვდებით, რადგან ძალიან, ძალიან მაღლა ვიქნები“, - წერს ხატია წერეთელი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნინო
უბიწო გარყვნილი გადამითარგმნე ერთი რაა. ჩვეულებრივი ჩათლაშკა ხარ და უსნენო გოიმი.
03:36 / 28-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ნატია
მაინცდამაინც საოცნებო ქალს არ გავხარ, ვინ მოგატყუა.
18:44 / 25-02-2019
გამოხმაურება / 0 /
123
ეუფ, საოცნებო ქალს დამიხედეთ
02:56 / 19-02-2019
გამოხმაურება / 0 /
თამაზი
ხატია, ჩემო ძვირფასო და სანატრელო, მე არ მჯეროდა სირინოზების, კენტავრების ციკლოპების და ქალღმერთების, მაგრამ ერთ ბედნიერ დღეს შენ დაგინახე და მივხვდი, რომ ერთი ქალღმერთი ნამდვილად არსებობს ამქვეყნად და სანამ ის ერთი მაინც იარსებებს ნამდვილად ღირს ცხოვრება, ღირს თუნდაც იმ ერთისთვის, მხოლოდ მისთვის, მხოლოს მისი კლიპებსთვის. ხატია, ძვირფასო მე დღედაღამ შენს კლიპებს ვუყურებ, მთავრდება, ვახვევ, თავიდან ვრთავ, ისევ მთვრდება, ისევ ვახვევ და როგორც შენ კაცღმერთს, ისე ვეძებ მე იმ ერთს, იმ ერთადერთ კადრს, რომელშიც მთელი შენი სიდიადე, ბრწყინვალება და არაამქვეყნიური სიღრმე ერთ ალმაცერ გამოხედვაში ირეკლება. ხატია, ჩემო მუზავ, ეს ლექსი შენ მოგიძღვენი შენზე ფიქრებით ძილდამფრთხალმა _ შენ ხარ ყველაზე ლამაზი, გეხვევი შენი თამაზი!
02:41 / 19-02-2019
გამოხმაურება / 0 /
Dato777
Vinc shenze iocnebos imis deda tuuuuuu
20:55 / 18-02-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS