მსოფლიო დღეს სიყვარულის დღეს აღნიშნავს. ექიმსა და ტელეწამყვანს ნინო ნადირაძეს დღეს განსაკუთრებულად გაუმართლა.
მას მეუღლემ, პლასტიკურმა ქირურგმა გუგა კუზანოვმა დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყო.
სახლიდან გამოსულ ექიმს ეზოში ახალთახალი "ლექსუსის" მარკის ავტომობილი დახვდა.
ვიდეო ნინოს ქალიშვილმა ბაიამ გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.