ჩვენი წყაროს ცნობით, ისეთი ადამიანების ოჯახი დაინგრა, რომლებიც ცალ-ცალკე არც სცენაზე უხილავთ და არც სხვაგან. ეს ადამიანები ყველასთვის კარგად ნაცნობი მომღერლების ლოლიტასა და გიორგი წერეთლის ოჯახია.
ჩვენი წყაროს ცნობით, გიორგიმ და ლოლიტამ ოჯახის დანგრევა სკანდალურად გადაწყვიტეს, ისინი ერთად აღარც კი მუშაობენ.
რესტორნის ვარსკვლავებმა 2014 წელს იქორწინეს და გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს.
ინფორმაციის დასაზუსტებლად, "რეიტინგი" გიორგი წერეთელს დაუკავშირდა. იგი ჩვენს ზ
ამიტომ ამბავი ლოლიტასთან გადავამოწმეთ.
- ქალბატონო ლოლა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი და გიორგი წერეთლის ოჯახი დაინგრა, რას გვეტყვით ამის შესახებ?
- ჭორების ქვეყანა გახდა საქართველო, მეტი პრობლემა არ აქვს ხალხს. მე ისევ ქმართან ერთად ვცხოვრობ. ყველა ოჯახში ჩხუბობს ცოლი და ქმარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ.
ჩვენ აღარ ვმუშაობთ რესტორანში და ალბათ აქედან გაჩნდა ეს ჭორები. როგორ ვიმღერებთ რესტორანში, ახლა ისრაელში მივდივართ, შემდეგ მოსკოვში და ა.შ. ფიზიკურად დრო აღარ გვაქვს რესტორანში სამუშაოდ.
ხო იცით გაბრაზებული ქალი როგორია, იყვირებს და ყველას ეტყვის ამას ვიზამ, იმას ვიზამო, მაგრამ მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ოჯახში.
ვინმემ თუ გაიგო რომ ვიჩხუბეთ, ეს ყველა ოჯახში ხდება. მე და გიორგი ისევ ერთი ოჯახი ვართ.