11 თებერვალი, 2019
ექსკლუზივი: რა კომენტარს აკეთებს "პროფილის" პროდუსერი მაია ასათიანისა და გადაცემის შესახებ
რამდენიმე მედიასაშუალებამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს თოქ-შოუ "პროფილი" დაიხურა და ბოლო გადაცემა ეთერში ხუთშაბათს გავა.

"რეიტინგი" ინფორმაციის გადასამოწმებლად გადაცემის პროდუსერს ნიკოლოზ ხაჩიძეს დაუკავშირდა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "პროფილი" იხურება, მართალია?

- ტყუილია ეს ინფორმაცია. ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ და "პროფილი" ყოველ ხუთშაბათს გავა ეთერში.

- სხვადასხვა გამოცემა წერს, რომ მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ხუთშაბათს ეთერში "პროფილის" ბოლო გადაცემა გავა...


- მაია ასათიანი თავს შესანიშნავად გრძნობს, მიმდინარეობს ახალი გადაცემის ჩაწერა და დაგეგმვა.
ასე რომ, ხუთშაბათს უცვლელ დროს ელოდება "პროფილი" თავის მაყურებელს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS