ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე, რამდენიმე დღის წინ, ბუდაპეშტში თრომბის შედეგად გარდაიცვალა.
33 წლის ჟურნალისტის გარდაცვალებას მთელი საქართველო გლოვობს.
მაია ასათიანი და ლევან ჩხაიძე უახლოესი მეგობრები იყვნენ. შესაბამისად, მისი გარდაცვალება ტელეწამყვანისთვის განსაკუთრებულად მტკივნეული იყო.
"ახლა ერთად მეყოლებით ორივე", - ამ სათაურით გამოაქვეყნა ლევანთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში მაია ასათიანმა.
შეგახსენებთ, მაია ასათიანის ერთადერთი შვილი ნუცა მახვილაძე 2017 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის საავადმყოფოში მენინგოკოკური