28 იანვარი, 2019
ნანუკა გოგიჩაიშვილი მილიონერის ვაჟზე თხოვდება - ვინ არის მოდელის რჩეული და რა აკავშირებს "რუსთავი 2"-თან?
მიუხედავად კონსპირაციული შეხვედრებისა, ქალაქში მაინც გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ ცნობილი მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი ნიკა ნაყოფიას ხვდება. უფრო მეტიც, ისინი დაქორწინებას გეგმავენ.

ნანუკას კარგად იცნობს საზოგადოება.

ვინ არის ნიკა ნაყოფია? ნიკა ცნობილი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას ვაჟია. მათ ოჯახს უკავშირდება „მადნეულისა“და „კვარციტის“ აქციები.

Rating

ნიკა ნაყოფია 19 წლის ასაკიდან „კვარციტის“ კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა და მისი შემოსავალი თვეში 220000 ლარს შეადგენდა, რაც ამ თანამდებობისთვის ქვეყანაში უპრეცედენტო შემოსავალი გახლდათ.

ნიკას ლამაზი გოგონებით დაინტერესება პირველი ქორწინებით დასრულდა. მან ცოლად „მის
საქართველო 2008“ ხათუნა სხირტლაძე მოიყვანა. ქორწინების შემდეგ წყვილი ჰოლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად.

Rating

მაგრამ ისინი დაშორდნენ და ხათუნა სხირტლაძე უკვე სხვაზე გათხოვდა.

Rating

ნიკა ნაყოფიას სახელმა საქმიან წრეებში კიდევ ერთხელ გაიჟღერა მაშინ, როცა მოულოდნელად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მეწილე გახდა. როგორც, კობა ნაყოფიამ აღნიშნა, მისმა შვილმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიიღო.

ნიკა ნაყოფიამ არხი 4 000 000 დოლარით დააფინანსა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.

Rating

ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკა ნაყოფიას შორის ურთიერთობაზე ხმები მას შემდეგ დაირხა, რაც ნიკამ ნანუკას „ინსტაგრამზე“ საჯაროდ მიულოცა დაბადების დღე - ვიდეო წარწერით: „გილოცავ ნანუკა! შენ ჩემთვის ხელოვნების საყვარელი ნიმუში ხარ“.

ბუნებრივია, ბიზნესმენი ნანუკას ნამუშევრებს არ გულისხმობდა. ბოლო წლებია, მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს.

ამ ხმებს ნანუკას ინსტაგრამის ერთი უცნაურობა ამყარებს. იგი 2012 წლიდან არის სოციალურ ქსელში და 963 ფოტო აქვს გამოქვეყნებული. ჰყავს 33 ათასი ფოლოვერი, თუმცა, თავად მხოლოდ - 12.

Rating

აქედან უკანასკნელი პიროვნება, ვინც გამოიწერა, ნიკა ნაყოფიაა, ხოლო მას შემდეგ მხოლოდ - „ზარაფხანა“. ნიკა აქტიურად უკომენტარებს ნანუკას ფოტოებს.

ძირითადად იტალიურ ენაზე: "belissima principessa".

Rating

ვიდეორგოლი, რომელიც ნანუკამ თავის სთორებში დადო, ულამაზეს თაიგულებს გვიჩვენებს, სასიყვარულო ბარათით, რომელსაც იტალიურ ენაზე წარწერა აქვს - ti amo.

ვიდეორგოლი ნანუკას ჰეშთეგებითაა - #nn #19 აქვე შეგახსენებთ, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი „ვიცე-მის საქართველო 2009“-ს ტიტულის მფლობელია.

Rating

იმედია, ნიკა ნაყოფია „ხელოვნების ნიმუშების“ შეგროვებას ამჯერად დაასრულებს და წყვილს მალე გაბედნიერებას მივულოცავთ.

Rating

„რეიტინგი“ შეეცადა ნანუკა გოგიჩაიშვილთან დაკავშირებას, მაგრამ მან არ გვიპასუხა. 

ქეთი თავაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნინო
თქვენ რომ გიჭირთ და ცხოვრება ვერ აგიწყვიათ რა ამ გოგოს ბრალია ? არც კი გრცხვენიათ შურს რომ ვერ ფარავთ ხელმოცარული ხალხი ხართ აქ რომ იგესლებით ამას ჯობია ცხოვრება მოიწესრიგოთ ნანუკას მაინც არაფერი დააკლდება სულ რომ შუაზე გაიხეთ
16:28 / 04-02-2019
გამოხმაურება / 0 /
huseina
ნაკლები არ იკადრო ფულზე რო ხამდებით ეგრევე
04:10 / 30-01-2019
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
ნეტა ასე ამდენი კრიმინალი რლმ ხდება.იმ საქმეებს იძიებდეთ!!!
00:51 / 30-01-2019
გამოხმაურება / 0 /
Ddd
Misze naklebi rogor dd
23:42 / 29-01-2019
გამოხმაურება / 0 /
სიკვდილა
ქორწინება ალბათ დროებითი იქნება, როგორც ყოველთვის როცა ფუფუნება გხიბლაბს.
15:53 / 29-01-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS