ნანუკას კარგად იცნობს საზოგადოება.
ვინ არის ნიკა ნაყოფია? ნიკა ცნობილი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას ვაჟია. მათ ოჯახს უკავშირდება „მადნეულისა“და „კვარციტის“ აქციები.
ნიკა ნაყოფია 19 წლის ასაკიდან „კვარციტის“ კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა და მისი შემოსავალი თვეში 220000 ლარს შეადგენდა, რაც ამ თანამდებობისთვის ქვეყანაში უპრეცედენტო შემოსავალი გახლდათ.
ნიკას ლამაზი გოგონებით დაინტერესება პირველი ქორწინებით დასრულდა. მან ცოლად „მის
მაგრამ ისინი დაშორდნენ და ხათუნა სხირტლაძე უკვე სხვაზე გათხოვდა.
ნიკა ნაყოფიას სახელმა საქმიან წრეებში კიდევ ერთხელ გაიჟღერა მაშინ, როცა მოულოდნელად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მეწილე გახდა. როგორც, კობა ნაყოფიამ აღნიშნა, მისმა შვილმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიიღო.
ნიკა ნაყოფიამ არხი 4 000 000 დოლარით დააფინანსა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.
ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკა ნაყოფიას შორის ურთიერთობაზე ხმები მას შემდეგ დაირხა, რაც ნიკამ ნანუკას „ინსტაგრამზე“ საჯაროდ მიულოცა დაბადების დღე - ვიდეო წარწერით: „გილოცავ ნანუკა! შენ ჩემთვის ხელოვნების საყვარელი ნიმუში ხარ“.
ბუნებრივია, ბიზნესმენი ნანუკას ნამუშევრებს არ გულისხმობდა. ბოლო წლებია, მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს.
ამ ხმებს ნანუკას ინსტაგრამის ერთი უცნაურობა ამყარებს. იგი 2012 წლიდან არის სოციალურ ქსელში და 963 ფოტო აქვს გამოქვეყნებული. ჰყავს 33 ათასი ფოლოვერი, თუმცა, თავად მხოლოდ - 12.
აქედან უკანასკნელი პიროვნება, ვინც გამოიწერა, ნიკა ნაყოფიაა, ხოლო მას შემდეგ მხოლოდ - „ზარაფხანა“. ნიკა აქტიურად უკომენტარებს ნანუკას ფოტოებს.
ძირითადად იტალიურ ენაზე: "belissima principessa".
ვიდეორგოლი, რომელიც ნანუკამ თავის სთორებში დადო, ულამაზეს თაიგულებს გვიჩვენებს, სასიყვარულო ბარათით, რომელსაც იტალიურ ენაზე წარწერა აქვს - ti amo.
ვიდეორგოლი ნანუკას ჰეშთეგებითაა - #nn #19 აქვე შეგახსენებთ, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი „ვიცე-მის საქართველო 2009“-ს ტიტულის მფლობელია.
იმედია, ნიკა ნაყოფია „ხელოვნების ნიმუშების“ შეგროვებას ამჯერად დაასრულებს და წყვილს მალე გაბედნიერებას მივულოცავთ.
„რეიტინგი“ შეეცადა ნანუკა გოგიჩაიშვილთან დაკავშირებას, მაგრამ მან არ გვიპასუხა.
ქეთი თავაძე