ერიკა ცნობილი რუსი ტელეწამყვანის ივან ურგანტის გერია - მისი ქართველი ცოლის, ნატალია კიკნაძის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან.
სანამ ივან ურგანტს გაჰყვებოდა ცოლად, ნატალია ბიზნესმენ თემურ კუტალიასთან იყო ქორწინებაში და მასთან ორი შვილიც გააჩინა.
ოჯახის დანგრევის შემდეგ, ნატალიას უფროსი შვილი - ნიკო მამასთან დარჩა საცხოვრებლად, ერიკა კი დედამ წამოიყვანა.
წლების შემდეგ ნატალია ბავშვობის სიყვარულს ივან ურგანტს შეხვდა და მათ იქორწინეს.
ერიკას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მამობილთან და ხშირად ახლავს სხვადასხვა ღონისძიებაზე. პაპარაცებიც ყოველთვის უღებენ ფოტოებს და მის განსაკუთრებულ ნაკვთებს აღნიშნავენ. იხილეთ ფოტოები