პირველი სუნამო კომპანიამ 2015 წელს, ლიმიტირებული რაოდენობით, გამოუშვა. მოგვიანებით კი, ფომიჩიოვს გაუჩნდა იდეა, გაეფართოებინა ბრენდი და სუნამო ქალებისთვისაც შეექმნათ.
კომპანიის დამაარსებლის თქმით, თავდაპირველად, პარფიუმერიას აწარმოებდნენ მეფეებისთვის, იმპერატორებისთვის, გავლენიანი ადამიანებისთვის და იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა.
სუნამო The Leaders Number One საფრანგეთში შეიქმნა პარფიუმერის, ვლად რეკუნოვის დახმარებით. იგი წარმოშობით ბელორუსიდანაა. ბოთლი, რომლის დიზაინი პოლონეთში შექმნეს, იტალიაში
ფომიჩიოვი ფიქრობს, რომ სუნამოს შესახებ ვლადიმერ პუტინმა აუცილებლად უნდა შეიტყოს, რადგან ეს "სუნამოზე მეტია და მისი მოხმარებით, მოქალაქეები პრეზიდენტის მხარდაჭერას გამოხატავენ".
„სუნამო განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს, რომ კარგი სურნელი ჰქონდეს და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს და ვინც მხარს უჭერს ჩვენს პრეზიდენტს".
სუნამო, როგორც ირკვევა, ცნობილ ადამიანებს საჩუქრად გაუგზავნეს. მათ შორის არის ქეთა თოფურიაც - მომღერალმა „ინსტაგრამზე“ განათავსა სუნამოს ფოტო, სახელწოდებით: „გმადლობთ, ვ.ვ.“ [ვლადიმერ ვლადიმეროვიჩო].
მედიის ინფორმაციით, რუსეთის ლიდერმა სუნამოს შესახებ არაფერი იცის. კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პერსკოვმა განაცხადა, რომ პუტინის სახელის გამოყენების თაობაზე კომერციული მიზნებისთვის ნებართვა არ გაუციათ.
განაგრძეთ კითხვა: