27 დეკემბერი, 2018
რას წერს ლიზა ყენია ნინი ბადურაშვილის შესახებ
მომღერალი ნინი ბადურაშვილი, როგორც იცით, დღეს იუბილარია. ნინი 33 წლის გახდა.

ბადურაშვილი ბავშვობიდან პოპულარულია და მას უამრავი გოგონა ბაძავდა, მათ შორის ლიზა ყენიაც იყო.

ლიზა მაია ჯაბუას ქალიშვილია, მომღერლების დედები მეგობრობენ და ბუნებრივია, შვილებსაც გამორჩეული ურთიერთობა აქვთ.

ნინის ლიზამ დაბადების დღე სოციალურ ქსელში ემოციურად მიულოცა.

"ჯერ კიდევ 5 წლის ლიზასთვის იყავი მისაბაძი გოგო დაო და დღესაც და მუდამ ასე იქნება .

გილოცავ პირველ რიგში იმას რომ ხარ საოცარი ადამიანი, უმაგრესი მეგობარი და რომ გაქვს ყველა
ის თვისება რომელიც გათქმევინებს რომ ხარ სამაგალითო.

მინდა რომ უბრალოდ ყველაზე ბედნიერი იყო . მიყვარხარ ნინო", - წერს ლიზა ყენია. 



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
...
ლიზა, გენაცვალე... რა სამწუხაროა, რომ 5 წლის ასაკიდან ვერ გაიზარდე გემოვნებაში და დღესაც მისაბაძი ნინო ბადურაშვილი გყავს...
13:06 / 10-01-2019
გამოხმაურება / 0 /
ღმერთო ჩემო
"ახალგაზრდა საქართველოს ინტილიგენცია"
12:16 / 30-12-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS