27 დეკემბერი, 2018
"გოგო, რომელიც ჯოჯოხეთში ცოლად გამომყვა" - რას წერს პატრიმობიდან გათავისუფლებული ოთარ აბესაძე "ფეისბუკში"
თბი­ლი­სის მე­რი­ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ოთარ აბე­სა­ძე "ფე­ის­ბუ­კის" პი­რად გვერ­დზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ოთარ აბე­სა­ძე 15 იან­ვარს პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. აბე­სა­ძე სა­სა­მარ­თლომ 1000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.
"ადამიანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს

ადამიანი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით მომკიდა ხელი და ცხოვრება თავიდან დამაწყებინა

ეს არის გოგო, რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდში როდესაც ოჯახის ძველისძველი მანქანით ტაქსაობა მომიწია, ფულის დაზოგვის მიზნით მანქანას საკუთარი ხელით რეცხავდა და მეხმარებოდა (მე გარედან და დეიკო შიგნიდან

გოგო, რომელიც 4
ადგილზე მუშაობდა, არიგებდა ფლაიერებს და აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემთვის წამლები ეყიდა მაშინ, როდესაც მუშაობა არ შემეძლო მიკრო ინსულტის გამო

გოგო, რომელიც არამარტო ჯოჯოხეთში გამომყვა, არამედ ჯოჯოხეთში ცოლად გამომყვა

გოგო, რომელმაც დამიბრუნა თვითშეფასება და ამ გოგოს დამსახურებაა, რომ დღეს კვლავ 2 უნივერსიტეტის პროფესორი ვარ

მიყვარხარ მე შენ ძალიან და არ ვიცი ოდესმე თუ გადაგიხდი ამ ყველაფრისთვის სამაგიეროს !

შენ ხარ ქალის, ცოლის და მეგობრის იდეალი!", - წერს ოთარ აბესაძე "ფეისბუქში".


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS